Phenom X4 GP-7000 VS Athlon 64 X2 6400+
ერთ-ერთმა ტაივანურმა ბლოგმა მოახერხა AMD Phenom X4 GP-7000-ის ხელში ჩაგდება და, რა თქმა უნდა, ჩაატარა ტესტები. ახალი პროცესორი შეადარეს Athlon 64 X2 6400+-ს, თუმცა ტესტების შედეგები არც თუ ისე კარგია... ამ ორი პროცესორის შედარება არც ისე სამართლიანია, რადგან Phenom X4 GP-7000 მხოლოდ 2.0 გჰც-იანია და აქვს 4 ბირთვი, ხოლო Athlon 64 X2 6400+ მუშაობს 3.2 გჰც-ზე და აქვს 2 ბირთვი.
ტესტების შედეგების მიხედვით ახალი Phenom X4 GP-7000 არც ისე კარგად გამოიყურება. პროცესორმა წააგო ყველა ტესტი PCMark 05-ში, წააგო ყველა თამაშის ტესტში. წააგო 3D Mark 05-ში, თუმცა ძველ პროცესორზე ოდნავ უკეთესი აღმოჩნდა 3D Mark 06-ში. Phenom X4 GP-7000 თითქოს ოდნავ უკეთესია SiSoft Sandra 2007-ში, მაგრამ საშინელ შედეგს აჩვენებს მეხსიერების ტესტებში - მისი სიჩქარე ძველი Athlon 64 X2 6400+-ის თითქმის ნახევარია... ტესტების სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ. ბეჭდვითი ვერსია | 02-11-2007, 12:51:00 | Power_VANO |