მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
USB 3.0, როგორც FireWire-ის ალტერნატივა

როგორც უკვე იცით, IDF 2007-ზე ინტელმა განაცხადა, რომ რამდენიმე სხვა კომპანიასთან ერთად დაიწყო მუშაობა ახალ, USB 3.0 სტანდარტზე, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 4 გბ/წმ-ზე მეტი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი USB 2.0-ის მაქსიმალური სიჩქარე პროგრამულ დონეზე 300 მბ/წმ-ია, ანუ ახალი სტანდარტი დაახლოებით 10-ჯერ უფრო სწრაფი იქნება. ასევე, USB 3.0-ს ექნება ტრაფიკის პრიორიტიზების საშუალება (QoS - Quality of Service), რაც ახალ სტანდარტს საშუალებას მისცემს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს IEEE 1394 სტანდარტს, რომელიც ცნობილია, როგორც

кабель USB 3.0



ინტელის განცხადებით, ახალ სტანდარტს საკმაოდ დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა ექნება. ასევე, შესაძლოა სტანდარტს პარალელურად SuperSpeed USB დაერქვას. მიმდინარეობს ტესტირებები 5 და 25 გბ/წმ სიჩქარეებზე პროგრამული სიმულატორებით. USB 3.0 სტანდარტში გამოყენებული იქნება როგორც სპილენძის, ასევე ახალი, ოპტიკური კაბელები. კიდევ ერთი ამოცანა, რაც გადასაჭრელია, არის საკმარისად სწრაფი ინტერფეისის შექმნა USB Flash აპარატურისთვის, რომლებიც რეალიზებულია როგორც ცალკე, ასევე სხვადასხვა აპარატურაში (ციფრული კამერები, ვიდეო კამერები...).

Intel-ის გარდა, ახალი სტანდარტის შექმნაში მონაწილეობენ Hewlett-Packard, Microsoft, NEC, NXP და Texas Instruments. USB 3.0-ის სპეციფიკაციის პირველი ვარიანტის  წარმოდგენა დადებმილია 2008 წლის დასაწყისში, ხოლო პირვლეი აპარატურული რეალიზაცია დაგეგმილია 2009 წლის დასაწყისში.

USB 3.0-ში  გამოყენებული იქნება ახალი ფიზიკური დონის პროტოკოლი (PHY), რომელიც გამოყენებული იქნება ორ, ძირითადი ინფორმაციისა და ”საჭირო” ინფრმაციის, არხზე პარალელურად მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად. ახალ სტანდარტში გამოყენებული იქნება პაკეტების მარშრუტიზაციის ტექნოლოგია. გარდა ამისა, თითოეულ აპარატურას შეეძლება რამდენიმე არხის გამოყენება, პრიორიტიზების მხარადჭერით, რაც გამოასწორებს ე.წ. ”წყვეტებს” ვიდეოს გაშვებისას.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-11-2007, 13:01:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.