მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ELCOMCAUCASUS 2007

თბილისი გათამამებული არ არის ტექნოლოგიური გამოფენებით. ასე რომ, ყველა ასეთი ღინისძიება ტექნოლოგიურ მანიაკებს განსაკუთრებით უხარიათ. არ დავმალავთ და გაცნობებთ, რომ ჩვენც არანაკლებ გვიხარია და ველოდებით საინტერესო გამოფენას. როგორც წესი, ELCOMCAUCASUS იმართება შემოდგომაზე, ტარდება დიდუბეში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე. ორგანიზატორებმა არც წელს გვიღალატეს და 6-დან 8 ნოემბრის ჩათვლით მე-11 პავილიონში (წერეთლის 118ა) ჩატარდება მე-8 ინტერნაციონალური ტექნოლოგიური გამოფენა ELCOMCAUCASUS 2007.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგიური მიღწევები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, კომუნიკაციები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ თბილისში ასეთი გამოფენები იშვიათია, ასე რომ, მის გამოტოვებას არ გირჩევთ. გამოფენა ტარდება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიისიის მხარდაჭერით.

შარშანდელისგან განსხვავებით წელს მე-11 პავილიონი მთლიანად თავისუფალია (შარშან ნახევარ პავილიონში ”საქართველოს ბანკი” მუშაობდა) ანუ წესით, ELCOMCAUCASUS 2007-მა მის წინამორბედს უნდა აჯობოს :-)

გამოფენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10 საათზე  და გასტანს 8 ნოემბრის 6 საათამდე. გაითვალისწინეთ, რომ გამოფენა 24 საათი არ მუშაობს, ყოველ საღამოს იხურება, ასე რომ მსურველებმა იჩქარეთ. ასევე, გაითვალისწინეთ წინა წლების გამოცდილება, გამოფენაზე დასწრება ფასიანია. შარშან ფასი 2 ლარი იყო, თუმცა წელს შეიძლება ფასი გაიზარდოს (რამდენიმე კვირის წინ გამართულ AutoShow-ზე შესვლა 5 ლარი ღირდა) ან ისევ 2 ლარის ზღვარზე გაჩერდეს. ასევე, გამოფენა ზოგიერთისთვის, მაგალითად სტუდენტებისთვის, შესაძლოა უფასო იყოს. ამიტომ, სტუდბილეთები თან იქონიეთ.

გამოფენაზე გელით შემდეგი თემატიკის პავილიონები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელური სისტემები, აუდიო და ვიდეო სისტემები, საბანკო დაცვის სისტემები, კავშირგაბმულობა, სარეკლამო ტექნოლოგიები, დაზგა-დანადგარები და სხვა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-11-2007, 15:22:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2


გამოხმაურება

შარშან დისკების ჩასადებები მომეწონა და ოხრად დისკები წამოვიღე :D შარშანდელი ელკომის სტატია ნახე კომპიფოზე, ირიბად ვარ ნახსენები :D
05-11-2007, 10:58:30 | Power_VANO

კარგია, მაგრამ სამწუხაროდ დაკავებული ვარ, შეიძლება ვერ გავიდ... , ეგეც არ იყოს თუ მართლა 5 ლარი გახადეს შესვლა,მერე რა ამოიღებს მაგ თანხას მაკულატურის კურსით?
05-11-2007, 10:41:12 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.