მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ჯეოსელის Wi-Fi ინტერნეტი უფასოდ

როგორც ხედავთ, მაგთის შემდეგ, ჯეოსელმაც გადაწყვიტა უფასო Wi-Fi დაშვების წერტილების გახსნა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია. შესაძლოა, ხარიხსი მთლად კარგი არ იყოს, მაგრამ მთავრია, რომ ინტერნეტი უფასოა და ნელ-ნელა ქალაქში დაშვების წერტილების რაოდენობა იზრდება.

გთავაზობთ ამონარიდს ჯეოსელის საიტიდან:

ჯეოსელმა დაიწყო ახალი სერვისის Wi-Fi დანერგვა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ უმავთულო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უფასოდ პორტატული კომპიუტერით Wi-Fi დაფარვის ზონაში.

სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველას ვისაც პორტატულ კომპიუტერში აქვს Wi-Fi მოდული ან აქვს Intel Centrino ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

უმავთულო ინტერნეტის სიჩქარე დაფარვის ზონაში შეადგენს 1 მბ/წმ.

უფასო Wi-Fi დაფარვის ზონებია (Hot-Spots):

მისამართები:
1. მეიდან კლუბი  / 6, რკინის რიგის ქუჩა
2. რესტორანი მეიდანი / 6, რკინის რიგის ქუჩა.
3. 2 Side – Left Side (ქართული რესტორანი) / 7, ბამბის რიგის ქუჩა.
4. Café Cache  / ბამბის რიგის ქუჩა 7
5. კანაპე          / აბაშიძის ქუჩა 14
6. ბატონები      / ჭავჭავაძის ქუჩა 4ა
7. China Town / ლესელიძის ქუჩა 44
8. ინგლისური ჩაის სახლი  / მარჯანიშვილის ქუჩა 5
9.  ლიტერატურული კაფე/ თარხნიშვილის ქუჩა 2
10. ლიტერატურული კაფე კინო ამირანი  / კოსტავას ქუჩა 36
11. 2 Side – Right Side / ბამბის რიგი 7
12. ბერლინი / ყაზბეგის ქუჩა
13. 12 Shardin  / შარდენის ქუჩა 12

ჯეოსელი განაგრძობს Wi-Fi დაფარვის წერტილების გაზრდას და წლის ბოლოსთვის ქალაქის მრავალ ადგილას შეგეძლებათ ისარგებლოთ ჯეოსელის უმავთულო ინტერნეტით.

როგორც კომპანია გვპირდება, ქსელი წლის ბოლოსთვის გაცილებით უფრო ფართო იქნება. ძალიან კარგი, მაგრამ ორივე კომპანიას რჩევის სახით ვეტყოდი: კარგი იქნება უფასო Wi-Fi ინტერნეტის დაშვების წერტილები გაკეთდეს უნივერსიტეტებთან/უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, პარკებსა და სკვერებში (რამდენიმეში უკვე არის) და მსგავს ადგილებში.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-11-2007, 15:08:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.