დიდი ქულერი კეისისთვის Akasa-სგან
კომპანია Akasa-მ წარმოადგინა ახალი ქულერი, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერის კეისში ჰაერის ცირკულაციისთვის. ვენტილატორის გაბარიტებია 220 x 220 x 30 მმ. იგი აღჭურვილია საკისარებით და ბრუნავს 600 ბრუნი/წუთში სისწრაფით. მისი ხმაურის დონე კი 23.48 დეციბელია. ამასობაში ვენტილატორს შეუძლია საათში 95,63 კუბური მეტრი ჰაერის გადაცემა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ასევე ახალი პროდუქტი აღჭურვილია ექვსი ლურჯი დიოდით. რაც შეეხება ფასს, იგი საკმაოდ მისაღებია და როგორც მწარმოებელი აცხადებს 14 ევროზე ნაკლები იქნება. ბეჭდვითი ვერსია | 16-11-2007, 10:50:00 | Power_VANO |