მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel's X48-ს DDR2-ის მხარდაჭერაც ექნება

როგორც ცნობილი იყო, ინტელის მომავალ ჩიფსეტს, X48-ს DDR2-ის მხარდაჭერა აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ინტელმა არსებული მეხსიერების კონტროლერი გააუმჯობესა და დაამატა DD2-ის მხარდაჭერა.

Image

გაუმჯობესებული მეხსიერების კონტოროლერი უკეთეს წარმადობას უზრუნველყოფს DDR2-ის გამოყენების შემთხვევაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, X48-ს DDR2-ის მხარდაჭერა კარგი მიზეზის გამო არ დამატებია. DDR3 ჯერ კიდევ ძალიან ძვირია, მათთვისაც კი, ვინც დიდ თანხას გადაიხდის X48-ზე აწყობილ დედა დაფაში.

ისევე როგორც X38-ის შემთხვევაში, X48-ს შემთხვევაშიც გამოვა დედა დაფები DDR2-სა და DDR3-ის მხარდაჭერით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ე.წ. კომბო დაფების გამოსვლა, რომელთაც ორივე სტანდარტის მხარდაჭერა ექნებათ.

სავარაუდოდ, X48 ჩიფსეტზე აწყობილი დედა დაფები ბაზარზე გამოჩნდება 2008 წლის დასაწყისში.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-11-2007, 22:47:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.