მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
RAMBUS-ი 1 ტერაბაიტ/წმ მეხსიერების სიჩქარეს ისახავს მიზნად

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტელი Rambus-თან თანამშრომლობას აპირებდა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ოთხშაბათს, კომპანია Rambus Inc-ი გეგმავს მოაწყოს პრეზენტაცია, სადაც წარმოადგენს ახალ მეხსირების ტექნოლოგიას, რომლის მიზანიც იქნება 1 ტერაბაიტი ინფორმაციის გადაცემა წამში. ახალი ტექნოლოგია მიზანმიმართულია ახალი თაობის მრავალბირთვიან, სათამაშო და გრაფიკული პროგრამებისთვის.


სატესტო ჩიპი, რომელსაც Rambus-ი პრეზენტაციაზე გამოიყენებს

 ასეთი მაღალი ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის მისაღწევად, Rambus-ი მხოლოდ მეხსირების სიხშირის გაზრდას არ აპირებს. ამის მაგივრად, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამჟამად, 32-ჯერ ზრდის მეხსირების გადაცემის სიჩქარეს მის სიხშირესთან მიმართებაში. შედარებისთვის, 500 მეგაჰერცზე მომუშავე დღევანდელი DDR-ის ინფრომაციის გადაცემის სიჩქარეა 1 გბ/წმ, მაშინ როცა Rambus-ის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი მეხსირების სიჩქარე 500 მჰც-ზე იქნება 16 გბ/წმ.

საინტერესოა, როგორ მოხერხდება 1 ტერაბაიტი/წმ გადაცემის სიჩქარის მიღება 16 გბ/წმ სიჩქარეზე მომუშავე მოდულებისგან. ამ სიჩქარის მიღწევას Rambus-ი დედა დაფაზე რეალიზებული ჩიპის საშუალებით (SoC ტექნოლოგია) გეგმავს. 1 ტბ/წმ სიჩქარის მიღწევა შესაძლებელი იქნება 16 ერთდროულად მომუშავე ოპერატიული მეხსირებით (თითოეულის სიჩქარე 16 გბ/წმ).

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელსაც Rambus წარადგენს არის FlexLink C/A (command/address), რომელიც კომპანიის განცხადებით არის მსოფლიოში პირველი მიმდევრობითი C/A ლინკი, რომელიც სრულ სიხშირეზე იმუშავებს DQ-სთან. ასევე, FlexLink C/A-ს გამოყენება საგრძნობლად ამარტივებს მეხსირების კონტროლერსა და DRAM-ს შორის არსებულ ინტერფეისს. შედარებისთვის, ახლანდელი ინტერფეისი იყენებს 12 მავთულს, მაშინ როცა FlexLink C/A მუშაობს ორი მავთულით.

FlexLink C/A-ს სახელი შერჩეული აქვს მისი მოქნილობის გამო, რაც საშუალებას იძლევა FlexLink C/A ლინკში მავთულების რაოდენობის გაზრდით მივაღწიოთ ინფორმაციის გადაცემის უფრო დიდ სიჩქარეებს.

ახალი ტექნოლოგიის გამოჩენა ბაზარზე დაგეგმილია 2011 წლისთვის, მაგრამ Rambus-ს უკვე მზად აქვს სადემონსტრაციო ჩიპი, რომელიც გამოიყენებს ემულირებულ DRAM-ებს, რომლებიც Rambus-ის მეხსირებეის კონტროლერთან შეერთებული იქნებიან 32X სიჩქარით, შედეგად მივიღებთ 64 გბ/წმ გადაცემის სიჩქარეს.

კომპანია ახალ ტექნოლოგია ოთხშაბათს წარმოადგენს Rambus Developer Forum-ზე, რომელიც გამართულია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-11-2007, 23:06:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.