RAMBUS-ი 1 ტერაბაიტ/წმ მეხსიერების სიჩქარეს ისახავს მიზნად
რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტელი Rambus-თან თანამშრომლობას აპირებდა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ოთხშაბათს, კომპანია Rambus Inc-ი გეგმავს მოაწყოს პრეზენტაცია, სადაც წარმოადგენს ახალ მეხსირების ტექნოლოგიას, რომლის მიზანიც იქნება 1 ტერაბაიტი ინფორმაციის გადაცემა წამში. ახალი ტექნოლოგია მიზანმიმართულია ახალი თაობის მრავალბირთვიან, სათამაშო და გრაფიკული პროგრამებისთვის.
ასეთი მაღალი ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის მისაღწევად, Rambus-ი მხოლოდ მეხსირების სიხშირის გაზრდას არ აპირებს. ამის მაგივრად, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამჟამად, 32-ჯერ ზრდის მეხსირების გადაცემის სიჩქარეს მის სიხშირესთან მიმართებაში. შედარებისთვის, 500 მეგაჰერცზე მომუშავე დღევანდელი DDR-ის ინფრომაციის გადაცემის სიჩქარეა 1 გბ/წმ, მაშინ როცა Rambus-ის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი მეხსირების სიჩქარე 500 მჰც-ზე იქნება 16 გბ/წმ. საინტერესოა, როგორ მოხერხდება 1 ტერაბაიტი/წმ გადაცემის სიჩქარის მიღება 16 გბ/წმ სიჩქარეზე მომუშავე მოდულებისგან. ამ სიჩქარის მიღწევას Rambus-ი დედა დაფაზე რეალიზებული ჩიპის საშუალებით (SoC ტექნოლოგია) გეგმავს. 1 ტბ/წმ სიჩქარის მიღწევა შესაძლებელი იქნება 16 ერთდროულად მომუშავე ოპერატიული მეხსირებით (თითოეულის სიჩქარე 16 გბ/წმ). კიდევ ერთი ინოვაცია, რომელსაც Rambus წარადგენს არის FlexLink C/A (command/address), რომელიც კომპანიის განცხადებით არის მსოფლიოში პირველი მიმდევრობითი C/A ლინკი, რომელიც სრულ სიხშირეზე იმუშავებს DQ-სთან. ასევე, FlexLink C/A-ს გამოყენება საგრძნობლად ამარტივებს მეხსირების კონტროლერსა და DRAM-ს შორის არსებულ ინტერფეისს. შედარებისთვის, ახლანდელი ინტერფეისი იყენებს 12 მავთულს, მაშინ როცა FlexLink C/A მუშაობს ორი მავთულით. FlexLink C/A-ს სახელი შერჩეული აქვს მისი მოქნილობის გამო, რაც საშუალებას იძლევა FlexLink C/A ლინკში მავთულების რაოდენობის გაზრდით მივაღწიოთ ინფორმაციის გადაცემის უფრო დიდ სიჩქარეებს. ახალი ტექნოლოგიის გამოჩენა ბაზარზე დაგეგმილია 2011 წლისთვის, მაგრამ Rambus-ს უკვე მზად აქვს სადემონსტრაციო ჩიპი, რომელიც გამოიყენებს ემულირებულ DRAM-ებს, რომლებიც Rambus-ის მეხსირებეის კონტროლერთან შეერთებული იქნებიან 32X სიჩქარით, შედეგად მივიღებთ 64 გბ/წმ გადაცემის სიჩქარეს. კომპანია ახალ ტექნოლოგია ოთხშაბათს წარმოადგენს Rambus Developer Forum-ზე, რომელიც გამართულია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში. ბეჭდვითი ვერსია | 27-11-2007, 23:06:00 | Power_VANO |