მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
მასწავლებლები ვიკიპედიას წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებლებმა დაიწყეს აქცია ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia-ს წინააღმდეგ. ზოგიერთ სკოლაში ამ საიტზე წვდომა დახურულია, სხვაგან მოსწავლეებს უბრალოდ უკრძალავენ ამ საიტის გამოყენებას გაკვეთილების მომზადებისას.

wikipedia_logo

მასწავლებლები შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ მოსწავლეების უმეტესობა ვიკიპედიას ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ მიიჩნევს. ამას ემატება ის ფაქტით, რომ საძიებო სისტემებში, თითქმის ნებისმიერ თემაზე, ვიკიპედიას შედეგი ერთ-ერთი პირველია. მოსწავლეები არც ვიკიპედიას სტატიებში მითითებულ ვებ-რესურსებს იყენებენ.



მასწავლებლების განცხადებით, ვიკიპედიას მთავარი პრობლემა ისაა, რომ მისი სტატიების რედაქტირება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს უზუსტობებს, მაგრამ მოსწავლეები მაინც ამ საიტს მიიჩნევენ როგორც ოფიციალურ რესურს. მაგალითისთვის, ამერიკელი მასწავლებლები ამბობენ, რომ უზუსტობაა ვიეტნამის შესახებ სტატიაში, სადაც დაღუპულთა არასწორი რაოდენობაა დასახელებული.

მასწავლებლების აზრით, ვიკიპედია ის საიტია, საიდანაც ინფორმაციის ძებნა უნდა დაიწყოს, მაგრამ არა ერთადერთი რესურსი.

სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება, განსაკუთრებით ქართული ვიკიპედიას არსებობის გამო. როგორც იცით, სკოლებში სწავლების ახალი სისტემაა შემოღებული, მოსწავლეებს დასაწერად აძლევენ თემებს. ეს, ცხადია, ძალიან კარგია, მაგრამ მოსწავლეები, რომლებმაც ცოტათი მაინც იციან კომპიუტერი, შედიან ქართულ ვიკიპედიაზე, ეძებენ მასალას თავიანთი თემის შესახებ, შემდეგ კი პირდაპირ ბეჭდავენ. ამობეჭდილი მასალა მიაქვთმასწავლებლებთან, რომლებიც ძალიან გახარებული არიან, რომ მათმა მოსწავლეებმა ამდენი ინფორმაცია მოიძიეს და ასეთი გამართული ენით დაწერეს თემა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში მასწავლებლების უმეტესობა კომპიუტერთან ცოტა მწყრალადაა, ანუ მათ უმეტეს შემთხვევაში არ შეუძლიათ და ვისაც შეუძლია არ ამოწმებს მოსწავლის თემას ინტერნეტში. შედეგი ერთია, არსებობს ძალიან კარგი იდეა, რომელიც მოსწავლეების სიზარმაცის გამო რეალიზებულია ცუდად.

კი დავწერე ეს ყველაფერი საქართველოზეც, მაგრამ ისიც ვიცი, არცერთი მასწავლებელი ამას არ წაიკითხავს. ისევ ”კომპიუტერშიკებს” დარჩებათ სამსჯელოდ ეს საკითხი...



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-11-2007, 11:20:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.