COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » AMD ჩიპმეიკერების ტოპ ათეულს გამოეთიშა

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1655


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD ჩიპმეიკერების ტოპ ათეულს გამოეთიშა

ანალიტიკური სააგენტო iSuppli-ს შედეგებით, AMD-მ ისევე სწრაფად დატოვა ჩიპმეიკერების ტოპ ათეული, როგორც მათ რიცხვს შეუერთდა. 2007 წლის შემოსავლები კომპანიისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი პოზიციის შესანარჩუნებლად. ამის საპირისპიროდ, AMD-ს მთავარი კონკურენტი Intel-ი, თავის შემოსავლებს კიდევ უფრო ზრდის და სათავეში უდგას ნახევარგამტარების დამაზადებლების სიას.

Прогноз от iSuppli на 2007

12.5% წილით ინტელი კვლავ ლიდერის პოზიციაზე რჩება. მისი შემოსავლები შარშანდელთან შედაბით 7.7%-ით გაიზარდა. მეორე სამსუნგია 7.4%-ით, მესამე კი ტოშიბა 4.6%-ით.



iSuppli-ს მონაცემებით, 2007 წელს ყველა მწარმოებლის მოგება 271 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება AMD-ს, მან შარშანდელი მე-8 პოზიციიდან მე-11-ზე გადაინაცვლა. ცნობისათვის, AMD მე-8 პოზიციაზე ATi-ს შესყიდვის გამო აღმოჩნდა. 2006 წელს მისი მოგება 7.6 მილიარდი დოლარი იყო, 2007-ში კი კომპანია 5.8 მილიარდ დოალრს ვერ ასცდა, რაც პოზიციის შესანარჩუნებლად, საკმარისი არ აღმოჩნდა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-11-2007, 12:33:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.