მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
სამბირთვიანი Phenom პროცესორები 2008 წლის თებერვალში გამოვა

ერთ-ერთი ტაივანური დედა დაფების მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, AMD-მ თავის პარტნიორ კომპანიებს შეატყობინა, რომ სამბირთვიანი Phenom პროცესორების (Toliman) წარმოება 2008 წლის თებერვალში დაიყება მარტის ნაცვლად. რაც შეეხება ორბირთვიან Kuma-ს, იგი მხოლოდ 2008 წლის მეორე კვარტალის ბოლოს გამოვა, ანუ 6 თვის განმავლობაში ორბირთვიანი პროცესორების ბაზარზე ინტელი ნამდვილად ლიდერი იქნება.

პირველი სამბირთვიანი პროცესორები იქნებიან 7700 და 7600, რომლებიც, შესაბამისად, 2.5 და 2.3 გჰც სიხშირეზე იმუშავებენ. მათი ენერგომოხმარება, TDP 89 ვატის ტოლი იქნება. ორბირთვიანი Kuma პროცესორების პირველი მოდელები იქნებიან 6250 და 6050, 65 ვატი TDP-თი. სამწუხაროდ, მათი სიხშირე ჯერ არ სახელდება.



გარდა ამისა, AMD აპირებს Athlon (Lima) პროცესორების მოდერნიზებას. ტავანური კომპანიის გაცხადებით, 2008 წლის იანვარში, AMD პროცესორების ამ ოჯახს, ახალ მოდელს, LE-1640-ს დაუმატებს. კიდევ ერთი ასეთი მოდელის გამოჩენა, უფრო მაღალი სიხშირით, დაგეგმილია 2008 წლის მეორე კვარტალში.

ასევე, წყარო ადასტურებს, რომ Sempron (Sparta) LE-1300 პროცესორის წარმოება, რომელიც 2.3 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და 45 ვატი TDP ექნება, დაიწყება 2008 წლის პირველ კვარტალში.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-11-2007, 12:53:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.