მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
საახალწლო სიახლეები Beeline-ის, Geocell-ისა და Magti-სგან

ახალი წელი მოახლოვდა და ქართული მობილური ოპერატორებიც სიახლეებს გვთავაზობენ. სიახლეები ყოველთვის კარგია, ზოგჯერ ეს ერთჯერადი აქციის სახითაა, მხოლოდ ახალ მომხმარებლებზე გათვლილი, ზოგჯერ კი უკვე არსებლებსაც ეხებათ. მობილური ოპერატორი საქართველოში სამია, Beeline, Geocell და Magti.

ბილაინი

ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, ბილაინი გვთავაზობს ორი 30-ლარიანი ნომრის 1 ნომრის საფასურად ყიდვის საშუალებას ანუ 10 ლარად. აქედან 5-5 ლარი გადანაწილდება თითოეული ნომრის ბალანსზე. გამოდის, რომ ქსელში უფასოდ ერთვებით :) თანაც მეტნაკლებად ლამაზი ნომრით. ნომრები ჩართულია სატარიფო გეგმაზე ”დროა ვილაპარაკოთ” (წუთი 21 თეთრი საქართველოში განხორციელებულ ზარებზე + ყოველი მეორე წუთი უფასოდ) და სატარიფო გეგმის პირველი ცვლილება უფასოა.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ასევე, შესაძლებელია ერთი ნომრის ყიდვა 3 ლარად, რომელიც ჩართულია სატარიფო გეგმაზე ”მეგობრები” (წუთი 15 თეთრი საქართველოს ნებისმიერ მობილურ ოპერატორთან დარეკვისას). ამ ნომრის შემთხვევაშიც, 3 ლარი ბალანსზე ჯდება.

კიდევ ერთი სიახლე ბილაინისგან ეხება MMS-ებს. 3 დეკემბრიდან ერთი MMS-ის ღირებულებაა 21 თეთრი.

რაც შეეხება ჯეოსელს, იგი ჯერჯერობით მხოლო ლაილაის აბონენტებს სთავაზობს სიახლეს. გთავაზობთ ამონარიდს ჯეოსელის საიტიდან:
---------------------------------------
1 წუთი – 15 თეთრი !!!გასააქტიურებლად აკრიფეთ: *138#
ტარიფი მოქმედებს ჯეოსელის და ლაი-ლაის აბონენტებთან დარეკვისას.
ფასდაკლების 30 დღით აქტივაციის ფასი - 3.5 ლარი.
ტარიფის გააქტიურების ბოლო ვადა - 31 იანვარი.

გააქტიურებელი ფასდაკლების მოქმედების ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ *138#.

გაითვალისწინეთ, ფასდაკლების გააქტიურებისას სტუდენტური და რეგიონალური ტარიფები უქმდება.
--------------------------------------
თუ საუბარში ნაკლებს გადავიხდით, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ის, რომ ტარიფი მხოლოდ შიდა ქსელში მოქმედებს და ჩასართავად ფულის გადახდაა საჭირო, ცოტა არამიმზიდველს ხდის მას.

Magti - Connecting to your World

მაგთი ორ სიახლეს გვთავაზობს. ერთი ახალ მომხმარებლებს ეხება, მეორე მესამე თაობის ქსელებს. გთავაზობთ ამონარიდებს ორივე სიახლის შესახებ:
--------------------------------------
გაცნობებთ, რომ 3G სერვისების ტარიფები შემცირდა:

ყველა სერვისის ჩართვა კვლავ უფასოა
მობილური ტელევიზიის 1 წუთი - უკვე 10 თეთრია
ვიდეოზარის 1 წუთი - 35 თეთრი
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის 1 მეგაბაიტი - 70 თეთრი

--------------------------------------
საკმაოდ კარგი სიახლეა მესამე თაობის ქსელების მხარდამჭერი მობილურების მეპატრონეებისთვის.


--------------------------------------
მაგთი გილოცავთ 2008 წელს!

ჩაერთეთ მაგთის ქსელში და მიიღეთ:

  • SIM-ბარათი, ზედ საჩუქრად დარიცხული 2008 წამი მაგთისა და ბალის ზარებისთვის;
  • საჩუქრად 100 SMS;
  • აირჩიეთ 1 "მეგობარი ნომერი" და მთელი 2008 წლის განმავლობაში ესაუბრეთ წუთში მხოლოდ 10 თეთრად;
  • უფასოდ მიიღეთ ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი მთელი 2008 წლის განმავლობაში;
  • და კიდევ საჩუქრები: მაგთის კალენდარი და ყელსაკიდი.

    საახალწლო პაკეტის ღირებულებაა 5 ლარი.

იჩქარეთ! საახალწლო პაკეტის შეძენა შეგიძლიათ 2008 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 5939

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

- საახალწლო პაკეტის შეძენის შემდეგ, 31 იანვრის ჩათვლით, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია 443 006 2008-ზე დარეკვით. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ისარგებლოთ ნაჩუქარი დროითა და SMS-ებით.
- ნაჩუქარი დროისა და SMS-ების გამოყენება შეიძლება 2008 წლის ბოლომდე.
- მეგობარი ნომერი მაგთის ან ბალის აბონენტის უნდა იყოს.
- მეგობარი ნომრის ასარჩევად აკრიფეთ 443 006, მაგთის ან ბალის 9-ნიშნა ნომერი და OK.
- მეგობარი ნომრის შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით, ნომრის არჩევის ზემოაღნიშნული წესით. მეგობარი ნომრის პირველადი არჩევა უფასოა, მისი შეცვლა კი 1 ლარი ღირს.
- 2008 წლის განმავლობაში ყოველდღე შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ დღის ასტროლოგიური პროგნოზი: ამისათვის მობილურზე უნდა აკრიფოთ 5233, თქვენი დაბადების თვე და რიცხვი (მაგ: 5 იანვარი - 0105) და OK.

--------------------------------------

ესეც კარგი სიახლეა, საკმაოდ მიმზიდველი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ახალი მომხმარებლებისთვის. მაგრამ რა ქნან უკვე არსებულმა მომხმარებლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებს ერთ ნომერს და ძალაუნებურად ვერ შეცვლის? მგონი, მათ უფრო სჭირდებათ ასეთი აქციები.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-12-2007, 13:53:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.