მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
IBM-ი AMD-სთან და სხვა კომპანიებთან ერთად ალიანსს ქმნის 32 ნმ-ისთვის

ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიები IBM, AMD, Henry Richard’s Freescale, Infenion, Samsung და Chartered Semiconductor Manufacturing Ltd გაერთიანდნენ Intel-ის წინააღმდეგ. ალიანსს სათავეში IBM ჩაუდგა და ინტელის 32 ნმ-ული ტექნოპროცესის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი მომხრეების მთავარსარდლობა იკისრა :-)

ImageImage

ალიანსის მიზანია შექმნას ახალი High-K/Metal Gate ტრანზისტორები 32 ნმ-ი ტექნოპროცესით, რომელიც ალიანსის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2009 წლის მეორე ნახევრისთვის (სწორედ ამ დროს იქნება მზად ინტელის 32 ნმ-ული ტექნოპროცესი).

IMB-მა და მისმა პარტნიორებმა უკვე წარმოადგინეს 32 ნმ-ული ტექნოპროცესით დამზადებული მუშა CMOS SRAM ჩიპები, რომელთა  თითოეული უჯრედის ფართობი 0.15um^2-ია. იგივე ჩიპები წარმოადგინა Intel-მაც IDF 2007-ზე თავისი 32 ნმ ტექნოლოგიის სადემონსტრაციოდ.

ალიანსის ჩამოყალიბება ალბათ ყველაზე სასიხარულო AMD-სთვის იქნება, როგორც იქნა, კომპანიას გაუჩნდა შანსი, რომ თითქმის იგივე დროს, როცა ინტელს, ექნება მსგავსი ტექნოპროცესი.

ჩვენ კი, ლოდინის გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. ვნახოთ, საკმარისი ძალა აღმოაჩნდება ალიანსს Intel-ის დასამარცხებლად?





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 14-12-2007, 09:36:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


გამოხმაურება

ეეეჰ ძალა ერთობაში კი არის მაგრამ, რაღაც არა მგონია მაგათმა ინტელს აჯობონ... ისე კარგია ეს ინტელისთვის, თავის ნაწარმს უფრო დახვეწს....
19-12-2007, 16:11:56 | sio777

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.