COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-მა შესაძლოა სამი ოთხბირთვიანი 45 ნმ პროცესორის გამოშვება გადადოს

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1664


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-მა შესაძლოა სამი ოთხბირთვიანი 45 ნმ პროცესორის გამოშვება გადადოს
Intel-მა შესაძლოა სამი ოთხბირთვიანი 45 ნმ პროცესორის გამოშვება გადადოს

Digitimes-ის განცხადებით ინტელი აპირებს იანვრისთვის დაგეგმილი პროცესორებიდან ამოიღოს სამი ოთხბირთვიანი პროცესორი. მიზეზი კი კონკურენციის არარსებობაა.

რესურსის განცხადებით, ინფორმაციის წყარო ტაივანური დედა დაფების მწარმოებელი კომპანიები არიან. რაც შეეხება პროცესორების მოდელებს, ესენია: Core 2 Quad Q9300, Q9450 და Q9550.

გასაგებია, რომ Intel-ი, ჯერჯერობით კონკურენტი AMD-სგან საფრთხეს არ ელის და ამიტომ არ ჩქარობს ახალი პროცესორების ბაზარზე გამოშვებას.

თუ წყაროები სიმართლეს ამბობენ, სავარაუდოდ, ახალი პროცესორების გამოშვება 2008 წლის თებერვალ-მარტისთვის გადაიდება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-12-2007, 23:43:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.