მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel P45-ს ორი x8 PCIe სლოტის მხარდაჭერა ექნება
Intel P45-ს ორი x8 PCIe სლოტის მხარდაჭერა ექნება

HKEPC-ზე გამოჩნდა ინტელის პრეზენტაციიდან გამოპარული სლაიდი, რომელიც კომპანიის ახალ მეინსტრიმ ჩიფსეტს, P45-ს ეხება. სლაიდის მიხედვით, ჩიფსეტს ექნება არა მარტო ერთი x16 PCIe 2.0 სლოტის მხარდაჭერა, არამედ ასევე შესაძლებელი იქნება CrossFireX პლატფორმის ამუშავება Dual x8 რეჟიმში.

ასეთი სახის ჩიფსეტი ინტელისგან ინოვაციაა. ეს სიახლე კარგია ATI/AMD-სთვის, რადგან ვიდეო დაფებისთვის ბაზრის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება nVidia-ს, იგი ისევ ეწინააღმდეგება ინტელს და ცდილობს მის ჩიფსეტებისთვის SLI-ს მხარდაჭერაზე უარი უთხრას.

თუმცა, სლაიდზე ჩანს ინფორმაცია ATI-ის  RV680 ვიდეო ჩიპის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იყოს სწორი. სლაიდის თანახმად, ახალ ვიდეო ჩიპს ექნება 1,280 სტრიმ პროცესორი და 2GB GDDR4 მეხსიერება.

ასევე, სლაიდის მიხედვით, Intel P45-ს ექნება 8 GB DDR3 1333 მჰც ოპ. მეხსიერების მხარდაჭერაც.

თუ ეს ინფორმაცია რეალურია, მაშინ P45 ინტელის ერთ-ერთი საუკეთესო მეინსტრიმ ჩიფსეტი გახდება.

სლაიდი შეგიძლია იხილოთ აქ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-12-2007, 23:50:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.