მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
საახალწლო მილოცვები E-Mail-ით: ფრთხილად!

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საფოსტო ყუთბი კვლავ გაივსო მისალოცი შეტყობინებებით, რომლებიც ვირუსებს შეიცავენ და საკჲთარ თავს მიოსალოც ბარათებში მალავენ.

ChristmasWorm

კომპანია  F-Secure აცხადებს, რომ მასიურად იგზავნება მისალოცი წერილები, სადაც წერია, რომ მომხმარებელმა მიიღო მისალოცი ბარათი Yahoo! Greetings-სგან. ლინკზე გადასვლისას მომხმარებელი ხვდება საიტზე, სადაც მას სთავაზობენ Adobe Flash Player-ის ჩამოტვირთვას მისალოცი ბარათის სანახავად. სინამდვილეში, მის მაგივრად ჩამოიტვირთება პროგრამა macromedia-flashplayerupdate.exe, რომელიც იუზერის კომპიუტერზე აგროვებს კონფიდენციალურ ინფორმაციას და უგზავნის დამამზადებელს.

გარდა ამისა, კომპანია იტყობინება მეორე ტროიანის, Happynewyear.exe-ის შესახებაც. მისი განცხადებით, ამ პროგრამის გაშვებისას დესკტოპზე გამოჩნდება ნაძვის ხე. სანამ თქვენ მისი ცქერით დატკბებით, ”ტროას ცხენი” თავის საქმეს გააკეთებს, შეაგროვებს პირად ინფორმაციას და გაუგზავნის თავის პატრონს.

ასე რომ, ფრთხილად იყავით, ნუ ენდობით უცხოებს და ნუ გახსნით მათ წერილებს!





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-12-2007, 09:33:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.