GTA IV ევროპაში 25 აპრილს გამოვა!
კომპანია Take-Two-სთან დაახლოებული წყაროების განცხადებით, სტუდია Rockstar-ის ყველაზე პოპულარული თამაშების სერიის ახალი წარმომადგენელი, Grand Theft Auto IV ბრიტანული მაღაზიების თაროებზე 2008 წლის 25 აპრილს გამოჩნდება.
Grand Theft Auto IV 2008 წლის თამაშებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. თუმცა, აქვე ერთი გულდასაწყვეტი ფაქტიცაა. აპრილში ეს თამაში გამოვა Xbox 360 და PlayStation 3 პლატფორმებისთვის. რაც შეეხება ჩვენს საყვარელ PC-ს, სავარაუდოდ ამ პლატფორმაზე GTA IV 2008 წლის ბოლოსთვის გამოვა. აქ შეგიძლიათ იხილოთ თამაშის ახალი სკრინშოტები: http://www.jeux-france.com/news23272_gta-iv-image.html ბეჭდვითი ვერსია | 21-12-2007, 09:41:00 | Power_VANO |
|