COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-მა CrossFireX-ის ლიცენზიას მიიღო

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1671


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-მა CrossFireX-ის ლიცენზიას მიიღო
Intel-მა CrossFireX-ის ლიცენზიას მიიღო

როგორც იცით, კომპანია NVIDIA უკვე კარგა ხანია Intel-ს უფლებას არ აძლევს გამოიყენოს ტექნოლოგია SLI თავის ჩიფსეტებში. ანუ ვიღებთ შემდეგს: თუ SLI გინდათ, უნდა იყიდოთ დედაპლატა, რომელიც nVidia-ს ჩიფსეტზეა აწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ინტელმა რამდენჯერმე ძვირად დაუსვა პატარა მეგობარს სიჯიუტე (გაიხსენეთ Penryn-ების შესახებ მომხდარი ფაქტი, როცა აღმოჩნდა რომ ახალი პროცესორები nVidia-ს ჩიფსეტებზე არ მუშაობდა), nVidia ჯერჯერობით მაინც მყარად დგას და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

ცხადია, ეს ინტელს ხელს უშლის გეიმერებისთვის განკუთვნილ ბაზარზე წარმატების მიღწევაში. მაგრამ, კომპანიამ პრობლემა გადაწყვიტა: კონკურენტი AMD/ATI-სგან CrossFireX ტექნოლოგიის გამოყენების ლიცენზია მიიღო. ჩვენ გუშინ ვიტყობინებოდით, რომ ინტელის მომავალ P45 ჩიფსეტს CrossFireX-ის მხარდაჭერა ექნებოდა.

ალბათ გაინტერესებთ, რატომ მისცა AMD-მ ინტელს თავისი ტექნოლოგიის გამოყენების უფლება. მიზეზი ერთია: დღესდღეობით, AMD-ს ფინანსურად ძალიან უჭირს, აქვს ძალიან დიდი ვალი, რომელსაც, ცხადია, გასტუმრება უნდა. ასეთ დროს კომპანია უდიდეს კონკურენტსაც კი ვერ ეუბნება უარს ტექნოლოგიაზე, რადგან ინტელს ბაზრის საკმაოდ დიდი წილი იჭირავს და თუ AMD-ს ტექნოლოგია მის პროდუქტებში იქნება გამოყენებული, ამით ფინანსურ მოგებას AMD-ც ნახავს.

შეგახსებთ, რომ Intel P45 ბაზარზე მომავალი წლის მეორე კვარტალში გამოვა და ექნება ICH10 სამხრეთ ხიდის მხარდაჭერა. მისი მახასიათებლები შემდეგია: 1333/1600 მჰც სისტემური სალტის მხარდაჭერა, ოპ. მეხისრება DDR2 და DDR3, გრაფიკული ინტერფეისი PCI Express 2.0. დედაპლატები აღჭურვილნი იქნებიან ან ერთი PCI Express x16 სლოტით, ან ორი PCI Express x8-ით. ტექნოლოგია CrossFireX-ის გამოყენებით, Intel P45-ზე აწყობილი დედაპლატები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ორი ორპროცესორიანი Radeon HD 3870 X2 (R680)-ის ასამუშავებლად. ეს საშუალებას მოგვცემს, ავაწყოთ საკმაოდ ძლიერი სისტემები DirectX 10.1-ის მხარდაჭერით, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვიმუშავოთ საკმოად ძლიერ გრაფიკულ პროგრამებში შეფერხებების გარეშე.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-12-2007, 10:15:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.