მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Google Knol
მოკლედ, გაუშვა გუგულიმ ვიკიპედიას კონკურენტი და Knol (სიტყვიდან Knowledge) დაარქვა.

Google knol

აქცენტი კეთდება [Google-ის აზრით] ვიკიპედიას მთავარ მინუსებზე - თავისუფალი სტილით რედაქტირებისას(რითაც გაითქვა სახელი ვიკიპედიამ) ავტორის ვინაობა იკარგება და, შესაბამისად, ავტორს არანაირი მოგება არ რჩება თავისი ნაშრომისგან.


// საინტერესოა, რომ Google-ს ვიკიპედია უდიდესი პლიუსი - მილიონობით სტატია და მკითხველი რატომღაც გამორჩა; ვნახოთ, რას მოიტანს ეს უყურადღებობა ..

ამ "ვაანდალიზმის" საპირისპიროდ, Google გვპირდება, რომ შექმნის სისტემას, ორიენტირებულს არა მხოლოდ მკითხველზე, არამედ ავტორზეც. ავტორს ექნება კომფორტული გარემო სამუშაოდ და დაიტოვებს ყველანაირ უფლებას(მოვალეობასაც) თავის ნაშრომზე. მეტიც, თუ ის უფლებას მისცემს Google-ს, რომ ამ უკანასკნელმა სტატიის გვერდით თავისი კარგად ცნობილი ვებ-რეკლამაც განათავსოს, მაშინ ავტორი ამ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლიდან წილსაც მიიღებს.

ასევე იმუშავებს კომენტარების, სტატიის შეფასების, რედაქტირების (ეს უკვე გაუგებარია - რა შუაშია რედაქტირება?), სტატიისთვის ინფორმაციის დამატების და "სხვათა და სხვათა" სისტემები. იმედია, ეს ყველაფერი გუგლისთვის დამახისათებელი სტილით იქნება შესრულებული.

ამწუთას Knol დახურულია და მასთან წვდომა მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი (ასეთი ჯერ არ გვაქვს :–)), მაგრამ Google გვპირდება, რომ პროექტი მალე გაიხსნება.

ბმული ოფიციალურ ანონსზე - აქვე შეგიძლიათ იხილოთ Knol-ის მუშა ვებ-გვერდის სურათი.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-12-2007, 20:01:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.