მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
M3 - ვიდეო კონვერტორი მობილურებისთვის

ბევრს სურს ვიდეო კლიპების, ფილმებისა და სხვა ვიდეო პროდუქციის კონვერტირება თავისი მობილურისთვის. ამას კი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება. მართალია, ასეთი პროგრამები ინტერნეტში მრავლადაა, მაგრამ ზოგი ფაისიანია, ზოგი კი ვიდეოს ცუდი ხარისხით აკონვერტირებს.

პროგრამას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ჰქვია M3.

ამ პროგრამის პლიუსები საკმაოდ ბევრია, თუმცა, უპირველესი კონვერტირებული ვიდეოს ხარისხია, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ძალიან კარგია. M3 საშუალებას იძლევა სრულად აკონტროლოთ კონვერტირების პროცესი, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა პროფილი, ვიდეო/აუდიო კოდეკი და ა.შ. მოკლედ, ვისაც მობილური გაქვთ და ვიდეოების კონვერტირება გსურთ, აუცილებლად უნდა გადაიწეროთ ეს პროგრამა :)

ინსტრუქციისა და გადმოსაწერი ბმულისათვის, დააჭირეთ სრულად-ს.



M3-ის გასაშვებად საჭიროა, სისტემაში დაინსტალირებული იყოს Microsoft Net Framework 2.0. თუ დაინსტალირების შემდეგ პროგრამა არ გაეშვა, ჩაწერეთ აღნიშნული განახლება (ლინკი ქვემოთაა).]

ასევე, M3-ის ხმის კოდეკებთან კორექტული მუშაობისთვის აუცილებელია Nero-ს ხმის კოდეკები, რომლის გადმოსაწერ ლინკსაც ასევე ქვემოთ იხილავთ. გადმოწერის შემდეგ გახსნით არქივს, და ოთხ ფაილს, რომელიც win32 საქაღალდეშია გადააკოპირებთ C:Program FilesM3Bin საქაღალდეში (თუ, რა თქმა უნდა, M3 C-დისკზე ჩაწერეთ).

ამის შემდეგ გაუშვებთ M3-ს.


დააჭირეთ სურათს გადიდებისთვის

Select your phone-ში ვირჩევთ ჩვენი ტელეფონი მოდელს. თუ თქვენ სხვა მწარმოებლის მობილური ტელეფონი გაქვთ, უბრალოდ, აირჩიეთ შესაბამისი SE-ს ტელეფონი, რომლის ვიდეო სეტინგებიც თქვენსას შეესაბამება.
Movie Quality / Size-ში ირჩევთ High Quality-ს (ეს იმისთვის, რომ კონვერტირებული ვიდეოები მაღალი ხარისხის იყოს).
Music format to use-ში ვირჩევთ AAC-ს. თუ გადაკონვერტირებულ ვიდეოს თქვენს მობილურზე ხმა არ ექნება, მაშინ აირჩიეთ MP3.
შემდეგ ვაჭერთ Add Files და ვამატებთ ფაილებს გადასაკონვერტირებლად. მარჯვნივ, Folder files are saved in-ში ვირჩევთ საქაღალდეს, სადაც გადაკონვერტირებული ვიდეოები შეინახება და ვაჭერთ Convert Files კონვერტაციის დასაწყებად.

ესეც პროგრამა და დამატებითი კომპონენტები:

M3

Nero Audio Codecs

Microsoft Net Framework 2.0



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-12-2007, 10:49:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.