M3 - ვიდეო კონვერტორი მობილურებისთვის
ბევრს სურს ვიდეო კლიპების, ფილმებისა და სხვა ვიდეო პროდუქციის კონვერტირება თავისი მობილურისთვის. ამას კი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება. მართალია, ასეთი პროგრამები ინტერნეტში მრავლადაა, მაგრამ ზოგი ფაისიანია, ზოგი კი ვიდეოს ცუდი ხარისხით აკონვერტირებს. პროგრამას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ჰქვია M3. ამ პროგრამის პლიუსები საკმაოდ ბევრია, თუმცა, უპირველესი კონვერტირებული ვიდეოს ხარისხია, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ძალიან კარგია. M3 საშუალებას იძლევა სრულად აკონტროლოთ კონვერტირების პროცესი, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა პროფილი, ვიდეო/აუდიო კოდეკი და ა.შ. მოკლედ, ვისაც მობილური გაქვთ და ვიდეოების კონვერტირება გსურთ, აუცილებლად უნდა გადაიწეროთ ეს პროგრამა :) ინსტრუქციისა და გადმოსაწერი ბმულისათვის, დააჭირეთ სრულად-ს. M3-ის გასაშვებად საჭიროა, სისტემაში დაინსტალირებული იყოს Microsoft Net Framework 2.0. თუ დაინსტალირების შემდეგ პროგრამა არ გაეშვა, ჩაწერეთ აღნიშნული განახლება (ლინკი ქვემოთაა).] ასევე, M3-ის ხმის კოდეკებთან კორექტული მუშაობისთვის აუცილებელია Nero-ს ხმის კოდეკები, რომლის გადმოსაწერ ლინკსაც ასევე ქვემოთ იხილავთ. გადმოწერის შემდეგ გახსნით არქივს, და ოთხ ფაილს, რომელიც win32 საქაღალდეშია გადააკოპირებთ C:Program FilesM3Bin საქაღალდეში (თუ, რა თქმა უნდა, M3 C-დისკზე ჩაწერეთ). ამის შემდეგ გაუშვებთ M3-ს. Select your phone-ში ვირჩევთ ჩვენი ტელეფონი მოდელს. თუ თქვენ სხვა მწარმოებლის მობილური ტელეფონი გაქვთ, უბრალოდ, აირჩიეთ შესაბამისი SE-ს ტელეფონი, რომლის ვიდეო სეტინგებიც თქვენსას შეესაბამება. ესეც პროგრამა და დამატებითი კომპონენტები: ბეჭდვითი ვერსია | 26-12-2007, 10:49:00 | Power_VANO |