COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » ორბირთვიანი Celeron-ი უკვე იყიდება!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1678


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ორბირთვიანი Celeron-ი უკვე იყიდება!
ორბირთვიანი Celeron-ი უკვე იყიდება!

როგორც საიხლის სათაურიდან ჩანს, ორბირთვიანი სელერონი უკვე ბაზარზე გამოჩნდა. იგი დამზადებულია ორბირთვიან Allandale, M0 სტეპინგის ბირთვზე. აქვს SSE2-ის, SSE3-ის, Intel 64 და XD bit ტექნოლოგიების მხარდაჭერა.

ახალი სელერონის დასახელებაა E1200. პროცესორის მუშაობს 2x1.6 გჰც სიხშირეზე, აქვს 800 მჰც-იანი FSB და 512 კბ კეშ-მეხსიერება. პროცესორი დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით და აქვს 65 ვატიანი TDP. ახალი პროცესორი დიდად არ განსხვავდება უფრო ძმისგან, E2140-სგან, ამიტომ სავარაუდოდ, მისი ოვერლოკირება საკმაოდ ადვილი და წარმატებული იქნება.

E1200-ის უმთავრესი კონკურენტი დღეს E2140-ია, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით უმცროსი ძმის მსგავსია, მხოლოდ განსხვავდება იმით, რომ აქვს 1 მბ კეშ-მეხსიერება. E2140 დღეს ევროპაში დაახლოებით  47 €-დ იყიდება.

ახალი პროცესორის შეკვეთა შესაძლებელია აქ. შეკვეთების დარიგება კი იანვრის დასაწყისში დაიწყება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-12-2007, 01:53:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.