DisplayPort-ის დახმარებით უფრო თხელი ლეპტოპები დამზადდება
DisplayPort-ი ახალი ციფრული ინტერფეისია, რომელიც შეიქმნა DVI/HDMI ინტერფეისის შესაცვლელად. ამავე დროს, DisplayPort-ი VGA პორტის კონკურენტიცაა და აქვს იმის ამბიცია, რომ ბაზარზე დე-ფაქტო სტანდარტი გახდეს.
საერთოდ, 2008 წელი საკმაოდ ბევრ საინტერესოს გვპირდება. რაც შეეხება DisplayPort-ს, იგი საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ უფრო თხელი ეკრანები ლეპტოპებისთვის, რადგან LVDS აღარ დაგვჭირდება.
LVDS-ის (Low-Voltage Differential Signaling) მოვალეობაა გრაფიკული სუბსისტემიდან ვიდეო სიგნალები გადასცეს კომპიუტერის მონიტორს. ეს სტანდარტი უზრუნველყოფს მაქსიმუმ 112 მჰც სიხშირეს, რაც საკმარისია 60 ჰერცზე 1400x1050 გარჩევადობის უზრუნვერსაყოფად. ორლინკიანი LVDS-ის გამოყენების შემთხვევაში გარჩევადობა იზრდება 2048x1536-მდე, სიხშირე კი ისევ 60 ჰც რჩება.
ცხადია, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ლეპტოპების (და არა მარტო ლეპტოპების) ბაზარზე. ახლა უკვე გასაგებია, რატომ უნდა DELL-ს, თავისი ნოუთბუქების აღჭურვა მხოლოდ DisplayPort ინტერფეისით, თანაც, რაც შეიძლება მალე.
ბეჭდვითი ვერსია | 30-12-2007, 02:01:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|