მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ახალ წელს გილოცავთ!
ახალ წელს გილოცავთ!

ესეც ესე, 20 წუთში ახალი, 2008 წელი დადგება. ძველ 2007-ს კი წარსულს ჩავაბარებთ. 2007 წელი კომპ. სამყაროსთვის კარგი წელი იყო, მოხდა მნიშვნელოვანი ევოლუციური ცვლილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპ. გამოფენებზე ხალხის ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა (თუმცა აქ გამონაკლისი საქართველოა, ჩვენთან რეგრესი მიმდინარეობს :-D თუმცა არა იმიტომ, რომ ხალხს არ აინტერესებს). ეს კი ერთს ნიშნავს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება.

2007 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებები, მათ შორის აღსანიშნავია ინტელის მიერ ახალ, 45 ნანომეტრულ ტექნოპროცესზე გადასვლა (nVidia 65 ნმ ტექნოპროცესზე გადავიდა, ATI - 55 ნმ-ზე, AMD კი 65 ნმ-ზე). ასევე შეიქმნა და დაიწყო დანერგვა ახალმა ციფრულმა ინტერფეისმა DisplayPort-მა. სხვა მხრივ, როგორც ყოველთვის, იყო უკვე ჩვეული ტექნოლოგიური პროგრესი.

სიახლეების მხრივ 2008 წელი გაცილებით მეტ ინოვაციურს, ევოლუციურს, პროგრესულსა და რევოლუციურს გვპირდება. ამიტომ, მომავალი წელი კომპ. ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი იქნება. ასევე, შესაძლებლობაც იქნება ახალი ტექნოლოგია თქვენს სახლშიც მოხვდეს :-).

რაც შეეხება კომპინფოს, ახალ წელს ახალი სერვერით ვხვდებით. როგორც იქნა, საბოლოოდ ეს პრობლემა მოგვარებულია. სერვერი გამართულად, სტაბილურად და სწრაფად მუშაობს. ახალი სერვერი საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ საკმაოდ საინტერესო იდეები :-). ასევე, ახალი წლიდან კომპინფოს შტატში ახალი ნიუსერი – Domen–ია აყვანილი. ანუ, ახალ წელს კომპინფო ახალი სულით (თანამშრომლით), ახალი სერვერით, უკეთესად განახლებადი საიტითა (P.S. სტუდენტებს 3 თებერვლამდე გამოცდები გვაქვს :-D ) და მომავალი სიურპრიზებით ხვდება.

რაც შეეხება სტანდარტულ სიახლეებს, დაახლოებით 2008 წლის 4-5 იანვრისთვის მინიმუმ სამი ახალი სტატია გექნებათ წასაკითხი, მათ შორის - NVIDIA nForce 700i სერიის ჩიფსეტებზე, Intel-ის ახალ Penryn-ის ოჯახის პროცესორებზე და საკმაოდ საინტერესო სტატია Sony Ericsson-ის მობილურ ტელეფონებში უნიკოდ შტიფტის ინტეგრირებასთან დაკავშირებით.

დროა დავამთვროთ ამ ნიუსის წერა.

მოკლედ, ყველას გილოცავთ დამდეგ 2008 წელს, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბევრ სიხარულსა და დიდ სიყვარულს. გისურვებთ, 2008 წელი ყველასთვის წარმატებული ყოფილიყოს, ყველას თქვენი საქმე და სამუშაო გქონოდეთ, თანაც ისეთი, რომლის კეთებაც გესიამოვნებათ. ასევე მნიშვნელოვანია, ყველას გისურვოთ Core 2 Quad-ები, X38, X48, P35 და P45 ჩიფსეტებზე აწყობილი დედაპლატები, მინიმუმ DDR2 ოპ. მეხსიერება 4-4-4 ლატენურობით, (სასურველია DDR3-ები), მინიმუმ 700 ვატიანი კვების ბლოკები, 22”-იანი LCD მონიტორები, CrossFire-ები და SLI-ები, ტერაბაიტიანი ვინჩესტერები, HD-DVD/Blue Ray დისკების წამკითხავ-ჩამწერები, ბევრი Wi-Fi და Wi-MAX დაშვების წერტილები როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში, ASUS Lamborghini-ები და ა.შ. იქამდე, სადამდეც ადამიანის ოცნება გაწვდება...





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-12-2007, 23:40:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 3


გამოხმაურება

მშვენიერი მილოცვა იყო ვანო ძამიკო, გაიხარე მართალია ცოტა გვიან გილოცავთ (არც 31 მახსოვს არც 1-ი და არც 2-ი), მაგრამ გილოცავთ სულით და გულით ღმერთმა ყველას შეუსრულოს ის ოცნებები და მიზნები რომლებიც გააჩნიათ და მიისწრაფიან მათკენ (გახსოვდეთ მიზანი არ ამართლებს საშუალებას - ვეცადოთ ყველაზე სწორი და კეთილი გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს), ღმერთი თქვენსკენ და ღმერთი საქართველოს კეთილდღეობისკენ
03-01-2008, 12:06:59 | Giena

ვულოცავ ახალ წელს ცომპინფოს და ყველა კომპინფოელს მრავალს დაესწარით ყველა
02-01-2008, 22:24:22 | CHABA

მეც გილოცავთ და იქნებ ეს ნახოთ და დამეხმაროთ ამის გაკეთებაში?

---
ასეთი კომენტარები აკრძალულია, გამოიყენეთ ფორუმი!
02-01-2008, 15:56:16 | mr-President

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.