COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » NVIDIA-ს GeForce 8800 GT-ს თვითღირებულების შემცირება სურს

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1682


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
NVIDIA-ს GeForce 8800 GT-ს თვითღირებულების შემცირება სურს
NVIDIA-ს GeForce 8800 GT-ს თვითღირებულების შემცირება სურს

ერთ-ერთი ტაივანური წყაროს მიხედვით, კომპანია NVIDIA-მ პარტნიორ კომპანიებს მიმართა GeForce 8800 GT-ს თვითღირებულების შემცირების თაობაზე. კომპანია აპირებს GeForce 8800 GT-ს დაფის შრეები 10-დან 7-მდე შეამციროს, რაც გამოიწვევს ვიდეო დაფის თვითღირებულების 10$-ით შემცირებას. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს NVIDIA-ს, GeForce 8800 GT-ს ფასი კიდევ უფრო დაწიოს და უკეთესი კონკურენცია გაუწიოს AMD-ს Radeon HD 3800 სერიას.

AMD-მ, ორჯერ შეამცირა ფასები თავის ვიდეო დაფებზე. პირველად, ფასები 20$-ით დაეცა. ამის შემდეგ Radeon HD 3850 და 3870-ს ფასები კიდევ 20$-ით შემცირდა და შესაბამისად, $159-179 და $199-219-ის ფარგლებში ჩადგა. რაც შეეხება NVIDIA GeForce 8800 GT-ს, მისი ფასის შემცირების მთავარ მიზეზად ამ ვიდეო დაფის დიდი წარმატება სახელდება.

 GeForce 8800 GT

წყაროს განცხადებით, რამდენიმე პარტნიორმა NVIDIA-ს გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა, ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ NVIDIA-ს სურს გადამუშავების პროცესში არ მიიღოს მონაწილეობა და მაქსიმალური მოგება ნახოს G92 (D8P) ჩიპისგან.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-12-2007, 11:47:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.