ორი დღის წინ ოფიციალურ ბლოგზე საბოლოოდ გამოცხადდა, რომ Netscape, როგორც ბრაუზერი და მესინჯერი, ამთავრებს თავის ვირტუალურ სიცოცხლეს. უმთავრეს მიზეზებად სხვა, კომპანიისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტების და FireFox–ის არსებობა სახელდება.
როგორც ვიცით, Mozilla Netscape–ის შვილობილია, ამიტომ ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი სიტყვის უმთავრესი ნაწილი Firefox–ის ქება–დიდებას ეძღვნება. ბლოგზე ნათქვამია, რომ ბოლო თვეები Netscape Navigator–ზე მომუშავე გუნდი, ფაქტობრივად, დაკავებული იყო Firefox–ის თავიდან შექმნით, ასე რომ, პროექტის განვითარებას აზრი აღარ აქვს.
თუმცაღა, კომპანია აგრძელებს პროდუქტის მხარდაჭერას 2008 წლის 1 თებერვლამდე (იგულისხმება Security Patches). ამის შემდეგ შეიქმნება Netscape ხაზის ქვეშ გამოშვებული პროდუქტების სრული Download და FAQ არქივი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ თვითონ პროგრამა თუ ინფორმაცია მათზე.
AOL ყველა მომხმარებელს ურჩევს, გადაერთოდ FireFox-ზე; მათთვის უკვე შექმნილია სპეციალური დამატებების სია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ვიზუალურ თუ ფუნქციონალურ განსხვავებას ამ ორ ბრაუზერს შორის.
ნეტავ რამდენჯერ უნდა
გარდაიცვალოს და თავიდან
დაიბადოს ეს უკვდავი
ბროუზერი (ვირტუალური
ნიახური - კიდევ მოვა?-). მაგრამ
ეს სასიხარულო ინფორმაცია
ჩემთვის ნამდვილად არ არის:
ყოველთვის მისი მხარდამჭერი
ვიყავი (ეხლაც კი მისი ლინუქს
ვერსიით ვწერ ამ კომენტარს;-).
მაგრამ უნდა ვაღიარო: მისი
გარდაცვალება გარდაუვალი
იყო. უნივერსალური Netscape Communicator 7
და უნიკალურ, ერთდროულად ორ
ძრავაზე (gecko და trident) მომუშავე
Netscape Browser 8-დან, ამ ყველაფერს
მოკლებულ, Firefox-ის მორიგ კლონად
ქცევამ (Netscape 9) განაპირობა მისი
ბედი: ის უკვე აღარ იყო
საინტერესო ზოგადი ინტერნეტ
საზოგადოებისთვის. დაიახ მას
ჰქონდა რამდენიმე უნიკალური
ფუნქცია (URL correction, Link Pad, Sidebar)
აგრეთვე, როგორც ტესტებმა,
აჩვენა უფრო სწრაფად
იხსნებოდა და ცოტა ნაკლებ RAM-ს
მოითხოვდა ვიდრე FF. მაგრამ
მომხმარებლემა არ იც
ნეტავ რამდენჯერ უნდა გარდაიცვალოს და თავიდან დაიბადოს ეს უკვდავი ბროუზერი (ვირტუალური ნიახური - კიდევ მოვა?-). მაგრამ ეს სასიხარულო ინფორმაცია ჩემთვის ნამდვილად არ არის: ყოველთვის მისი მხარდამჭერი ვიყავი (ეხლაც კი მისი ლინუქს ვერსიით ვწერ ამ კომენტარს;-). მაგრამ უნდა ვაღიარო: მისი გარდაცვალება გარდაუვალი იყო. უნივერსალური Netscape Communicator 7 და უნიკალურ, ერთდროულად ორ ძრავაზე (gecko და trident) მომუშავე Netscape Browser 8-დან, ამ ყველაფერს მოკლებულ, Firefox-ის მორიგ კლონად ქცევამ (Netscape 9) განაპირობა მისი ბედი: ის უკვე აღარ იყო საინტერესო ზოგადი ინტერნეტ საზოგადოებისთვის. დაიახ მას ჰქონდა რამდენიმე უნიკალური ფუნქცია (URL correction, Link Pad, Sidebar) აგრეთვე, როგორც ტესტებმა, აჩვენა უფრო სწრაფად იხსნებოდა და ცოტა ნაკლებ RAM-ს მოითხოვდა ვიდრე FF. მაგრამ მომხმარებლემა არ იც