მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
IE 7 Pro

მართალია, უკვე დიდი ხანია არსებობს IE7, რომელმაც თავი წინამორბედთან შედარებით უამრავი ახალი ფუნქცია მოგვიტანა, მაგრამ თვითონ მისი მომხმარებლებიც აღიარებენ, რომ სხვა ცნობილ პროგრამულ უზრუნველყოფას, მაგალითად, Firefox–ს ან Opera–ს, ეს ბრაუზერი ბევრად ჩამორჩება.

Internet Explorer 7

მე, როგორც Opera–ს ერთგული მომხმარებელი, IE–ს მისი მოუხერხებლობის გამო ვერ მოვერგე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვიყენებ, როცა საიტის ნორმალურად ნახვა სხვანაირად შეუძლებელია. საერთოდ კი, ჩემი აზრით, ბრაუზერი საკმაოდ სუსტია იმისთვის, რომ რაიმე ნორმალურს კონკურენცია გაუწიოს, უბრალოდ, მის უკან უზარმაზარი აზრის შემცველი ორი სიმბოლო, M$ დგას :–)

ძალიან გამიკვირდა, როცა დღეს IE7 Pro–ს წავაწყდი. ეს უფასო ბრაუზერი IE7–ის ბირთვზე მუშაობს და უზარმაზარ ფუნქციონალობას ამატებს ამ უკანასკნელს.



მისი ძირითადი უპირატესობებია:

  • გაუმჯობესებული Tagged Browsing (ტაბი ორჯერ დაკლიკებით იხურება, ჩაშენებულია Crash Recovery ფუნქცია და ა.შ.)
  • დამატებული Drag and Drop – ბმულების შესაბამის ტაბში "გადათრევით" იხსნება შესაბამისი გვერდი, ტექსტი შეიძლება "ჩავაგდოთ" Search Bar–ში და ა.შ.
  • Mouse Gestures – ეს არ ვიცი, როგორ ვთარგმნო :–) ალბათ მიხვდით, გარკვეული მოქმედებების შესრულება მაუსის მოძრაობით ხდება შესაძლებელი.
  • Crash Recovery – ავარიული დახურვის შემდეგ პროგრამა მომდევნო გახსნისას აღადგენს წინა სესიაზე გახსნილ ტაბებს.
  • ვებ–გვერდის სურათად შენახვის ფუნქცია
  • პროქსი სერვერების ყოველი ტაბისთვის ცალ–ცალკე გაწერა
  • რეკლამების მბლოკავი
  • Greasy monkey–ს მსგავსი სკრიპტი
  • Firefox–ის მსგავსად, გვერდში სიტყვის ძებნა (Inline Search)
  • Spell Check
  • საკუთარი Download Manager (Firefox–ის მსგავსი)

სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://ie7pro.com

ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქიდან:

http://dl.ie7pro.com/ie7prodl/IE7proSetup_2.0.exe



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-01-2008, 11:57:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

არა ეს უბრალოდ დამატებაა IE7 უბრალოდ ედოონია მეტი არაფერი ახალი ფუნქციებით ისე კი მე ოპერასც და დანარჩენებს ეს მირჩევნია
05-01-2008, 01:09:44 | dadetor

IE 7 FTW! ოღონდ Vista-ზე :)
04-01-2008, 23:22:36 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.