მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ChaCha
Google–სა და მის აურაცხელ კოლეგებზე ალბათ ყველას გვსმენია. ისიც ვიცით, რომ Google ყველას სჯობს, იმიტომ, რომ აქვს მონაცემების ყველაზე დიდი და სწრაფად განახლებადი ბაზა, მაგრამ, დავფიქრდეთ, ესაა კი საძიებო სისტემის ავკარგიანობის მთავარი განმსაზღვრელი?

დღემდე ნამდვილად ასე მეგონა, ცოტა ხნის წინ აზრი შემეცვალა :–) ქალბატონებო და ბატონებო, შეეგებეთ – ChaCha !


პროექტი დიდი ხანია – 2006 წლის სექტემბრიდან – არსებობს (ჯერჯერობით ბეტა რეჟიმში). მისი მთავარი იდეაა "ჭკვიანი" საძიებო სისტემის შექმნა, რომელიც შედეგებს უაზროდ, სიტყვების დამთხვევის შესაბამისად კი არ ამოყრის, არამედ ინტერაქტიულ რეჟიმში მოგვაწოდებს. წარმოიდგინეთ საძიებო სისტემა, რომელიც სიტყვების შეყვანის შემდეგ გთხოვთ, დააკონკრეტოთ თქვენი მოთხოვნა, შემდეგ მოგაწოდებთ შედეგებს, გკითხავთ, საკმარისი და სასარგებლოა ისინი თუ არა, ბოლოს კი მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობებათ :–)


ზებუნებრივად ჭკვიან რობოტზე დაიწყეთ ფიქრი? შეცდით! ChaCha იყენებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ, სხვებს დაეხმარონ.

მექანიზმი დაახლოებით ასეთია: არის ადამიანების ჯგუფი, სახელად "გიდები" (Guide), რომლებიც თქვენს მოთხოვნაზე გიკავშირდებიან (ჩატის ფანჯარაში), ეძებენ თქვენთვის საინტერესო ვებ–გვერდებს და გაძლევენ მათ მისამართებს. თქვენ სურვილისამებრ უსვამთ ახალ შეკითხვას, იცვლით გიდს ან, სასურველი შედეგების მოძებნის შემთხვევაში, ამთავრებთ სესიას. ბოლოს ძრავი გთავაზობთ, შეაფასოთ გიდი (ამდენი უანგარო დახმარების შემდეგ უნამუსობა იქნება, ერხელ დაკლიკება შეგეზაროთ :–)).

საერთო ჯამში სისტემა გამართულია და მშვენივრად მუშაობს. პირადი გამოცდილებით 4–დან 3 შემთხვევაში გიდმა მიპასუხა და მშვენივრადაც დამეხმარა, დიდი მადლობა ChaCha–ს :–)

მოკლედ, თუ Google ვერ გპასუხობთ, მშვენიერი ალტერნატივაა :–) მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით აბსოლუტურად უფასოა (თუმცა არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება).

დანარჩენი თვითონ იხილეთ – http://www.chacha.com/

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-01-2008, 17:02:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

ბანძიაა
05-01-2008, 19:57:57 | zuradW

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.