მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD-მ ერთ თვეში თავისი ფასის 1/3 დაკარგა!
AMD-მ ერთ თვეში თავისი ფასის 1/3 დაკარგა!

ნოემბრის ბოლოს AMD-ს აქციების ფასი 10$-ს უტოლდებოდა, 3 იანვარს კი კომპანიის აქციების ფასი 6.77$-ით განისაზღვრა. ეს კი ნიშნავს, რომ ერთ თვეში AMD-მ თავისი ფასის დაახლოებით 1/3 დაკარგა. თუ 10 დოლარი საშიში იყო, 6.77 უკვე ძალიან საშიშია კომპანიისთვის. ასევე, Wall Street -ი საკმაოდ უკმაყოფილოა AMD-ს ბოლო რამდენიმე თვის მუშაობით. იგივე აზრის არიან ანალიტიკოსებიც. ალბათ ამან, და კიდევ იმ ფაქტმა, რომ კომპანია ბაზარზე ვერ უშვებს Phenom პროცესორების ახალ სტეპინგს, გამოიწვია აქციების ფასის ვარდნა.

თუმცა, აქ ერთი სასიხარულო ფაქტიცაა: AMD-ს აქციების ფასი ალბათ ”ვეღარ” დაეცემა, რადგან იანვრის ბოლოს/თებერვლის დასაწყისში კომპანია გეგმავს Phenom-ების ახალი სტეპინგის გამოშვებას მაღალ სიხშირეებზე. ასევე იგეგმება ორ და სამბირთვიანი პროცესორების წარმოება გაზაფხულისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ოდნავ დაეცა Intel-ისა და NVIDIA-ს აქციების ფასებიც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია საკმაოდ კარგად ყიდის თავის პროდუქციას.

2007 წელი AMD-სთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ 2008 ნამდვილად უკეთესი იქნება. იმედია, AMD შეძლებს თავის გადარჩენას, ვალების გასტუმრებას და კაპიტალის გაზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, Advanced Micro Devices ისტორიას ჩაბარდება და ალბათ რამდენიმე შედარებით პატარა კომპანიად დაიშლება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-01-2008, 00:28:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.