GTA IV-ის რუკა: Liberty City
GTA IV-ის გულშემატკივრება სულ ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ერთი წლის წინანდელ ტრეილერში ახალი თამაშის რუკა ჩანს. ამ ტრეილერს აქ იპოვნით. თვითონ რუკა კი ასე გამოიყურება: როგორც ხედავთ, ქალაქი არც ისე დიდია. მისი ზომა აშკარად ვერ შეედრება San Andreas-ს, სადაც მთელი შტატი იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, მცირე ფართობის გამო მწარმოებლები უკეთეს დეტალიზაციას გვპირდებიან. GTA IV XBOX 360-სა და PS3-ზე მარტის ბოლოს/აპრილის დასაწყისში გამოვა, PC პლატფორმაზე კი, სავარაუდოდ, 2008 წლის ბოლოს ან 2009-ის დასაწყისში. ბეჭდვითი ვერსია | 07-01-2008, 00:57:00 | Power_VANO |
|