მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
CES 2008: Intel-მა 16 ახალი პროცესორი წარმოადგინა
CES 2008: Intel-მა 16 ახალი პროცესორი წარმოადგინა

ლას-ვეგასში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა CES 2008-ზე დღეს კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარმოადგინა 16 ახალი პროცესორი Penryn-ის ოჯახიდან. მათგან შვიდი განკუთვნილია დესკტოპ სისტემებისთვის, ოთხი - სერვერული სისტემებისთვის, ხოლო დარჩენილი ხუთი - მობილურ სისტემებში დაიმკვიდრებს ადგილს.

ყველა პროცესორი დამზადებულია ახალი 45 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით, შედეგად, ისინი არ შეიცავენ გარემოსთვის საშიშ ნივთიერებებს (ტყვია, ჰალოგენები, თუთია...). ასევე, ახალი ტექნოპროცესის წყალობით, ბირთვის ზომა 65 ნმ-ულ იგივე პროცესორებთან შედარებით შემცირებულია 25%-ით (ამავე დროს, გაზრდილია ტრანზისტორების რაოდენობა). ამავე დროს, მწარმოებლის განცხადებით, ახალ პროცესორებში დამატებული Intel Streaming SIMD Extensions 4.1 (SSE4.1) საშუალებას იძლევა დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდოს ბუფერის წაკითხვის სიჩქარე ცენტრალურ და ვიდეო პროცესორებს შორის. ახალი პროცესორები აღჭურვილია Deep Power Down Technology-ს მხარდაჭერით, რომელიც საკმაოდ ამცირებს პროცესორის ენერგომოხმარებას მაშინ, როცა დატვირთვა არ არსებობს.

დარჩენი ინფორმაციისთვის, დააჭირეთ სრულად-ს.



რაც შეეხება ანონსირებული პროცესორების მოდელებს, მახასიათებლებსა და გამოსვლის თარიღებს, ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-01-2008, 20:01:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.