მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Ericsson w350
კომპანიამ Sony Ericsson  ახალი მოდელი – w350 წარმოადგინა. სავარაუდოდ, მას 2008 წლის მეორე კვარტალში ვიხილავთ, იმედია, ის საქართველოშიც დათქმულ დროს გამოჩნდება. აპარატი თავისი მახასიათებლებით შეიძლება უნიკალურადაც ჩავთვალოთ.
Sony Ericsson w350
პირველ რიგში, მობილური ტელეფონი გამორჩეულია თავისი დიზაინით – გასაშლელ, საკმაოდ ყურადღების მიმპყრობ კორპუსს სპეციალურად გამოყოფილი მედია ღილაკები გააჩნია, რაც მუსიკალური ტელეფონისთვის საკმაოდ მოხერხებულია.


მეორე, ტელეფონი მთლიანადაა ორიენტირებული მუსიკალურობაზე – გააჩნია ყველა ის მუსიკალური ფუნქცია, რომელიც მის "დიდ ძმებს" აქვთ, დანარჩენ ფუნქციებს კი შემცირებული სახით ან საერთოდ არ გვთავაზობს.

ზუსტად ესაა მისი უნიკალურობა – ტელეფონი გამიზნულია ბიუჯეტური ბაზრისთვის, ანუ მისი ფასი საკმაოდ დაბალი იქნება. ეს კი უნივერსალური გამოსავალია მომხმარებლისთვის, რომელსაც მხოლოდ მუსიკა, "ერთი–ორი სურათი" და ლამაზი დიზაინი სჭირდება. სავარაუდოა, რომ ტელეფონი საქართველოშ საკმაოდ პოპულარული გახდება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ტელეფონს შემდეგი აღსანიშნავი ფუნქციები აქვს:
  • მუსიკა – სტერეო Bluetooth (A2DP) ყურსასმენების, Walkman Player–ის, TrackID, PlayNow, MegaBass ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რადიო–მიმღები
  • კამერა – 1.3 მეგაპიქსელი, 4x გადიდება, Photo Blogging
  • ინტერნეტი – RSS Reader, NetFront Web browser, WAP 1.2.1, WAP 2.0 XHTML
  • მეხსიერება – ჩაშენებული 14 მბ, მოყვება 512 მბ მოცულობის მეხსიერების ბარათი
  • ფიზიკური მახასიათებლები – 80 გრამი, 104 x 43 x 10,5 მმ, 300 საათამდე ავტონომიური მუშაობის დრო, გამორჩეული დიზაინი
  • დანარჩენი ყველაფერი სტანდარტულია :–)


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-01-2008, 20:56:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ჰეჰე :D მამაჩემსაც ქონდა T28 :D
10-01-2008, 23:05:51 | Power_VANO

უჰ, ბოლოს ეგეთი დიზაინი მამაჩემის T28-ს ჰქონდა, მახსოვს :-D

ისე კი საინტერესო ნაზავია ნამდვილად, ვნახოთ, რა გამოვა :-)
10-01-2008, 12:51:16 | domen

მომკალით თუ გინდათ და არ მომწონს ესეთი დიზაინის (გასაშლელი) მობილურები :D

ისე, კი კარგი რამე ჩანს, IMO DB2020 პლატფორმაზე იქნება აწყობილი :)
10-01-2008, 00:06:47 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.