Sony Ericsson w350
კომპანიამ Sony Ericsson ახალი მოდელი – w350 წარმოადგინა. სავარაუდოდ, მას 2008 წლის მეორე კვარტალში ვიხილავთ, იმედია, ის საქართველოშიც დათქმულ დროს გამოჩნდება. აპარატი თავისი მახასიათებლებით შეიძლება უნიკალურადაც ჩავთვალოთ.
პირველ რიგში, მობილური ტელეფონი გამორჩეულია თავისი დიზაინით – გასაშლელ, საკმაოდ ყურადღების მიმპყრობ კორპუსს სპეციალურად გამოყოფილი მედია ღილაკები გააჩნია, რაც მუსიკალური ტელეფონისთვის საკმაოდ მოხერხებულია.
მეორე, ტელეფონი მთლიანადაა ორიენტირებული მუსიკალურობაზე – გააჩნია ყველა ის მუსიკალური ფუნქცია, რომელიც მის "დიდ ძმებს" აქვთ, დანარჩენ ფუნქციებს კი შემცირებული სახით ან საერთოდ არ გვთავაზობს. ზუსტად ესაა მისი უნიკალურობა – ტელეფონი გამიზნულია ბიუჯეტური ბაზრისთვის, ანუ მისი ფასი საკმაოდ დაბალი იქნება. ეს კი უნივერსალური გამოსავალია მომხმარებლისთვის, რომელსაც მხოლოდ მუსიკა, "ერთი–ორი სურათი" და ლამაზი დიზაინი სჭირდება. სავარაუდოა, რომ ტელეფონი საქართველოშ საკმაოდ პოპულარული გახდება. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ტელეფონს შემდეგი აღსანიშნავი ფუნქციები აქვს:
ბეჭდვითი ვერსია | 09-01-2008, 20:56:00 | domen |
|
ჰეჰე :D მამაჩემსაც ქონდა T28 :D