IM-History
წარმოგიდგენთ პატარა, უფასო პროგრამას, რომელიც ყველა თქვენი მესინჯერის ისტორიას ერთ ადგილას უყრის თავს.ამ პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ თქვენს კომპში არსებული ყველა ჩატის ისტორიის ერთ ადგილას შენახვა და მათი უფასოდ დარეზერვება ონლაინ საცავში (ვისთვის როგორ – მე "ვიღაც ბოტორი ადმინის" ხელში არ ჩავაგდებდი ჩემს ისტორიას :–)). პროგრამას ძალიან მოხერხებული და ლამაზი ინტერფეისი აქვს, რაც მუშაობას საკმაოდ სასიამოვნოს ხდის :–) ასევე შეგიძლიათ თქვენი ჩატის ისტორიების ონლაინ რეჟიმში, ბრაუზერიდან ნახვა – რაღა თქმა უნდა, შესაბამისი სახელის და პაროლის გამოყენებით :–) პროგრამა მხარს უჭერს დღეისათვის საქართველოში გავრცელებულ ყველა პოპულარულ მესინჯერს, სულ მათი რიცხვი 9–ს აღწევს (ნახეთ დაწვრილებით). ასევე შეგიძლიათ ნახოთ მწარმოებლების მიერ გამზადებული ტური, რომელიც მოკლედ წარმოგიდგენთ პროგრამის მთავარ შესაძლებლობებს. ამჟამად პროგრამა 1.0.12 ვერსიამდეა მისული, ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქედან: Windows ვერსია Linux ვერსია ბეჭდვითი ვერსია | 10-01-2008, 18:06:00 | domen |
|