მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
DirectX 11 2009-ში გამოვა
DirectX 11 2009-ში გამოვა

CES 2008-ზე Microsoft-ის ზოგიერთი გეგმა გახდა ცნობილი, მათ შორის ახალი DirectX-ის შესახებ. როგორც ჩანს, კორპორაცია DirectX 11-ის საბოლოო ვერსიის გამოშვებას 2008 წლის ბოლოსთვის ან 2009 წლის დასაწყისისთვის გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია DirectX 10 და 10.1-დან სწრაფად გადაინაცვლებს მე-11 ვერსიაზე, მაგრამ, ცხადია, ვიდეო დაფების მწარმოებლები ასეთი სისწრაფით ვერ დანერგავენ ახალ ტექნოლოგიას თავიანთ პროდუქციაში.

რა თქმა უნდა, DirectX 11 მხოლოდ Windows Vista-ს პრეროგატივა იქნება, XP-ს მაქსიმუმი დღესაც კი DirectX 9-ა. ჯერჯერობით უცნობია, რას გვთავაზობს მაიკროსოფტი ახალ API-ში, მაგრამ ვიცით, რომ პროდუქტი 1 წელიწადში მზად იქნება.

თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი ბაზრის მდგომარეობას, 2009 წელი DirectX 11-ის იქნება, ხოლო კარგი თამაშები ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერით, სავარაუდოდ 2010 წლისთვის გამოვა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-01-2008, 14:57:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.