COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ის აზრით 3.2 გჰც 2008 წლისთვის საკმარისია

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1696


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის აზრით 3.2 გჰც 2008 წლისთვის საკმარისია
Intel-ის აზრით 3.2 გჰც 2008 წლისთვის საკმარისია

CES 2008-ზე ინტელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს 2008 წლის მეოთხე კვარტლამდე Quad Сore 9770 3.2 გჰც-ზე ძლიერი პროცესორის გამოშვებას. მიუხედავად იმისა, რომ ინტელი თავის გეგმებს ხშირად ცვლის, ამ შემთხვევაში კომანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება არ მოუწევთ.

ახალი პროცესორების ტესტირებები უკვე საკმაო ხანია ტარდება და ცნობილია, რომ ოთბირთვიანი პროცესორები ჰაერის გაგრილებით ადვილად აღწევენ 4 გჰც სიხშირეს, ორბირთვიანები კი 4.3-4.5 გჰც-ს. ეს ნიშნავს, რომ ინტელს თავისუფლად შეუძლია გამოუშვას უფრო ძლიერი მოდელები, მაგრამ კომპანია ამის მიზეზს ვერ ხედავს. AMD-ს პროცესორები ჯერჯერობით 3 გჰც სიხშირესაც ვერ აღწევენ, ამიტომ ინტელი უფრო სწრაფი პროცესორების გამოშვებით მხოლოდ თავისივე პროცესორებს გაუწევს კონკურენციას :-)

2008 წლის მე-4 კვარტალში ინტელი Nehalem არქიტექტრის გამოშვებას გეგმავს, რომელიც Native-Quad/Octal Core პროცესორი იქნება, Hyper-Threading-ის მხარდაჭერით. თუ კონკურენტი ამ დროისთვისაც ვერ გამოუშვებს Core 2 Quad/Extreme 3.2 გჰც-იანი პროცესორების რეალურ კონკურენტს, ინტელი ალბათ ისევ 3.2 გჰც-ის ზღვარზე დატოვებს Nehalem-ს.

როგორც CES 2008-ზე იანვრის დასაწყისში ჩანს, 2008 წელი Intel-ისთვის საკმაოდ კარგი და ადვილი წელი იქნება. იმედია, AMD შეძლებს ახალი B3 სტეპინგის პროცესორების წარმატებით გამოშვებას და სიხშირული ზღვრის 3-3.2 გჰც-მდე მაინც აწევას.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-01-2008, 15:12:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

afrikeli
ყველაზე ნაკლებად მინდა ხოლმე ჩავერიო ასეთ გაუგებარ კამათში, მაგრამ აქ უნდა ვაღიარო რომ საკითხში სრული დილეტანტიზმი გამოიჩინე.

საქმე იმაშია რომ 32 კი არა, მაგ საცოდავმა intel-მა რომელიც შენის დაწუნებით რაღაც ქინძ 4 ბირთვიან პროცესორებს უშვებს, სულ რაღაც 1 წლის წინ 80 ბირთვიანი პროცესორების პროტოტიპი წარმოადგინა. და რას ნიშნავს შენის აზრით ეგ ფაქტი? იმას რომ ყველამ მინიმუმ 40 და 80 ბირთვიანი პროცესორი უნდა ვიყიდოთ?

იქნებ ჯობია დავეჯიბროთ მაგალითად იაპონიის ბირთული პროცესების ინსტიტუტს (ვგულისხმობ ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტს), რომელმაც 2048 პროცესორიანი სისტემა ააწყო , აქვე გაგახარებ თითო პროცი 4 ბირთვიანია და წარმადობა რაღაც კოშმარია, რამდენიმე ასეული (თუ ათასობით) ტერაფლოპი. იცი მაინცა რისთვის იყენებენ და რა დაუჯდა ეგ სიამოვნება იაპონიას? თუ გგონია რომ ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროცებისგან და დედაპლატებისგან ააწყვეს ეგ 2048 პროცესორიანი სისტემა? ალბათ ასევე გგონია რომ რომელიმე მოშნი Seagate-ს 250 გიგაბაიტიანი ან 500-იანი, ან კიდევ ვთქვათ Hitachi-ს 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი მიუერთერს??? ეჰჰჰჰ.....

მდააა რაცხას თქმა გინდოდა ეტყობა შენი გამოსვლით, ნუ მაგალითად მე ისეთი მცოდნე და საკითხში ჩახედული ვარ რომ თქვენ ვაბშე ქინძები ხართო (ვითომ რომ შეგვარცხვინე და გავწითლდით იმაზე აღარ ვლაპარაკობ ), მაგრამ გამოსვლის მაგივრად საკმაოდ არაკომპეტენტური და გამოუცდელი ჩაინიკის გამოხტომა გამოგივიდა.........
თავს არც მე ვიდებ ძალიან ჭკვიანი ვარ და დედამიწას ვატრიალებ მეთქი და დარწმუნებული ვარ Power_VANO-აც არა აქვს თავში არაფერი ავარდნილი, მაგრამ აი შენ.... შენ განსაკუთრებული ეტალონი ხარ!
P.S. ალბათ აფრიკაში ტექნიკა ძალიან წინ წავიდა და მაგ შემთხვევაში ჩვენ ქართველებს და საერთოდ ევროპა, აზია, ავსტრალია, ამერიკას უნდა გვაპატიო რომ ვერ გეწევით ტექნიკურ განვითარებაში....
16-01-2008, 22:08:16 |

ჯერ კარგად გაარკვიე ვინ რა გამოუშვა, ის რა რაზეა აწყობილი და მერე ილაპარაკე იმაზე, სასირცხვილოა თუ არა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებ.

არ გეწყინოს, მაგრამ საკითში ვერ ერკვევი, შესაბამისად, შენი კომენტარი არაკომპეტენტურია და მოკლებულაი ობიექტურობას :)
15-01-2008, 11:05:34 | Power_VANO

ტქვენა და კომპანია დელიმ გამოუშვა 32ბირთვიანი პროცესორი და თქვენ კიდე Quad Сore და ორ ბირთვზე საერთოდ სირცხვილით როგორ ლაპარაკობთ?
14-01-2008, 23:14:01 | afrikeli

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.