3Dmark Vantage-ს DirectX 10.1 ტესტი ექნება
3Dmark Vantage-ს, რომელიც სულ მალე გამოვა, DirectX 10.1 ტესტი ექნება ინტეგრირებული. სიახლის შესახებ ცნობილი გახდა საერთაშორისო გამოფენა CES 2008-ზე. როგორც ყველამ ვიცით, DirectX 10.1-ის მხარდაჭერა Nvidia-ს არცერთ ვიდეო დაფას არ აქვს, ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით მხოლოდ ATI-ს პრეროგატივაა. სიახლე, ცხადია, არ მოეწონება Nvidia-ს, რადგან აღნიშნულ ტესტში მისი ვიდეო დაფების შედეგი იქნება 0, რაც, რა თქმა უნდა, იმომედებს საბოლოო ქულაზე. რაც შეეხება ახალ 3Dmark Vantage-ს, იგი 3Dmark06-ის გაგრძელებას წარმოადგენს და 2008 წლის თებერვლისთვისაა დაგეგმილი. ბეჭდვითი ვერსია | 15-01-2008, 11:36:00 | Power_VANO |
|