COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel P45-სა და G45-ს ერთნაირი ფასი ექნებათ

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1702


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel P45-სა და G45-ს ერთნაირი ფასი ექნებათ
Intel P45-სა და G45-ს ერთნაირი ფასი ექნებათ

როგორც ჩანს, Intel-ს nVidia-ს ახალი ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერი საკმაოდ აწუხებს და ცდილობს ყველანაირად შეუშალოს ხელი ”პარტნიორს” ბაზარზე წილის მოპოვებაში. გადაწყვეტილება მარტივია: Intel-ი P45 და G45 ჩიფსეტებს დედაპლატების დამამზადებლებს ერთნაირ ფასად მიჰყიდის.

შეგახსენებთ, რომ G45 ჩიფსეტი P45-ის ანალოგიურია, მაგრამ აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერი. წარსულში, კომპანია G სერიის ჩიფსეტებს ყოველთვის ცოტა ძვირად ყიდდა და ეს ბუნებრივიცაა, ვიდეო ადაპტერის ინტეგრირება დამატებით ხარჯებს მოითხვს. თუმცა, როგორც ვხედავთ, Intel-ის ახალი ჩიფსეტების ფასი ერთნაირი იქნება.

ასევე, ცნობილია, რომ G/P45 ჩიფსეტები დღევანდელ P35-თან შედარებით მხოლოდ ოდნავ ძვირი ეღირება, რაც საკმაოდ კარგი ინფორმაციაა. ორივე ჩიფსეტს ექნება ორი PCI Express x8 სლოტის მხარდაჭერა, რაც იმის გარანტია, რომ ერთ-ორ თვეში P45-სა და G45-ზე აწყობილ რამდენიმე ჰაი-ენდ დედა დაფას ვიხილავთ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 18-01-2008, 18:23:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.