მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის 45 ნმ Penryn-ის გამოსვლა გადაიდო
Intel-ის 45 ნმ Penryn-ის გამოსვლა გადაიდო

ამჟამად Intel-ი მუშაობს ორპროცესორიანი SkullTrail პლატფორმის გამოსაშვებად, მაგრამ ამავე დროს არ სურს სხვა 45 ნმ ტექნოპროცესით წარმოებული პროცესორების ბაზარზე გამოშვება (მიუხედავად იმისა, რომ CES 2008-ზე ამ პროცესორების ოფიციალური ანონსი შედგა). მიზეზი ერთია: კომპანია ახალი პროცესორების გამოშვების მიზეზს ვერ ხედავს. კონკურენტის პროცესორები Intel-ის 65 ნმ პროცესორებსაც ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას.

პროცესორების ბაზარზე ინტელი უკვე წელიწადზე მეტია დომინირებს, AMD კი კონკურენციის გაწევას მხოლოდ დაბალი ფასებით ცდილობს. შედეგად, ერთ კომპანიას რეკორდული მოგების მაჩვენებლები აქვს, მეორე კი ყოველთვიურად კარგად ფულსა და აქციების ფასს. Phemon-ი ფენომენალური არ აღმოჩნდა, თუმცა მას მეორე შანსი კიდევ აქვს, მას შემდეგ, რაც AMD აღნიშნული პროცესორების ახალ, B3 სტეპინგს გამოუშვებს.

ინტელის უდიდესი პრობლემა და კონკურენტი ახლა თავისი ახალი 45 ნმ პროცესორებია. ყველა ცნობილ ლაბორატორიას უვკე დატესტილი აქვს Penryn-ის ოჯახის პროცესორები და კარგადაა ცნობილი მათი პლუსები. შედეგად, როგორც კი ბაზარზე Penryn-ები გამოჩნდებიან, მაშინვე მოთხოვნა დაეცემა ”ძველ” 65 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ პროცესორებზე. შედეგად, ინტელი საკუთარ თავს წაართმევს ფულს :-)

2008 წლის პირველ კვარტალში ინტელი მხოლოდ მცირე რაოდენობის 45 ნმ პროცესორების გამოშვებას გეგმავს ბაზარზე. ეს იქნება საერთო პროცესორების მხოლოდ 6%. რაც შეეხება მეორე კვარტალს, აქ უკვე აქტიური მიწოდება დაიწყება.

მაგრამ ყურადღებით იყავით, არ იფიქროთ, რომ ინტელს დღეს არ შეუძლია ამ პროცესორების ბაზარზე გამოშვება. ინტელს, უბრალოდ, მხოლოდ საკუთარი პროდუქტი უშლის ხელს, რომლიდანაც მეტი მოგების მიღება სურს. იმ შემთხვევაში, თუ AMD ახალ Phenom-ს, მაგალითად, ხვალ გამოუშვებს, ინტელი Penryn-ის ბაზარზე მიწოდების თარიღს აღარ გადაწევს. ახალი პროცესორების დიდი რაოდენობა დამზადებულია (წარმოება 2007 წლის ნოემბერში დაიწყო), მაგრამ ინტელის საწყობებში ინახება :)





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-01-2008, 14:40:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.