COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Core 2 Duo E8400 3.0 GHz Penryn უკვე იყიდება!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1709


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Core 2 Duo E8400 3.0 GHz Penryn უკვე იყიდება!
Intel Core 2 Duo E8400 3.0 GHz Penryn უკვე იყიდება!

22 იანვრიდან უკვე შესაძლებელი გახდა ინტელის ახალი Intel Core 2 Duo E8400 3.0 გჰც-იანი პროცესორის ყიდვა. პროცესორი დამზადებულია 45 ნმ ტექნოპროცესით და Penryn-ის ოჯახის ერთ-ერთი ტოპ-მოდელია. პროცესორის დადებით მხარეებზე უკვე ბევრი იცით, ამიტომ მათი შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ.

ამჯამად ახალი პროცესორის შეძენა შესაძლებელია ორ ამერიკულ მაღაზიაში, ესენია : Newegg და Zipzoomfly. ასევე, Zipzoomfly ახალ პროცესორს Newegg-სთან შედარებით 1 დოლარით იაფად ყიდის. ახლა კი რაც შეეხება ფასს: ახალი პროცესორის ფასი 224 დოლარია. არ გიკვირთ? აბა ნახეთ, რა ღირს E6850, რომელიც ასევე ორბირთვიანია და ასევე 3 გჰც სიხშირეზე მუშაობს? :) მისი ფასი ამავე მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ.

მგონი ძნელი მისახვედრი არაა, რომ თუ ახალ კომპიუტერს ყიდულობთ და ამერიკაში ნაცნობი გყავთ, E8400 საუკეთესო არჩევანი იქნება. მისი ფასი იმ წარმადობასთანა და ოვერლოკინგის პოტენციალთან, რაც E8400-ს გააჩნია, საოცრად მისაღებია.

მოკლედ, ვისაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაცნობი გყავთ, E8400-ის შეძენა შეგიძლიათ აქ და აქ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-01-2008, 00:44:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ისე ფოსტით რამე მაგდაგვარიტ გამოწერა არ სჰეიდზლება? თუ იცით ვინმემ დაწერეთ
20-02-2008, 22:16:34 | uchinari

თუ მოასწრებ, მოსულა, როგორ არა :)
23-01-2008, 19:11:55 | Power_VANO

შეიძინეთ Intel Core 2 Duo E8400 3.0 GHz Penryn ახლა უკვე $221.80-ად


ისადა, ახლა ამერიკაში ვინმე რომ გავიცნო, ეგ პონტი არ მოსულა?
23-01-2008, 18:30:00 | Shako

ჰეჰ.. გუშინ 223.80 ღირდა, კიდევ დაუკლიათ ფასი :D

თუ რამეს აპირებ, ჯობია სასწრაფოდ გადაწყვიტო, იმიტომ რომ ინტელს ეხლა ცოტა აქვს ბაზარზე გაშვებული ეს პროცები და თუ გამოილია მერე უკვე ოოო :)
23-01-2008, 10:07:17 | Power_VANO

1-Iტ კი არა ვანო, მთელი 3$-ით ძვირია :P მინდა :D აუ რაღაც უნდა ვქნა არ ვიცი დეიდაჩემი კი არის იქ...
23-01-2008, 06:21:14 | Giena

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.