მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
IBM-მა შეიძლება AMD იყიდოს
IBM-მა შეიძლება AMD იყიდოს

როგორც იცით, AMD-ს აქციების ფასი მუდმივად ეცემა, რაც გამოწვეულაი კომპანიის არასტაბილური მდგომარეობითა და პროცესორების ბაზარზე ჩავარდნით. ამ ფონზე 23 იანვარს მოულოდნელად AMD-ს აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი გახდა ჭორი, რომლის თანახმადაც AMD შესაძლოა, IBM-მა იყიდოს. თუმცა, არცერთი კომპანიის წარმომადგონლობამ აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

ანალიტიკოსებს შორის აღნიშნულ საკჳთხზე ერთიანი აზრი არ არსებობს, ზოგი ფიქრობს, რომ ჭორი შესაძლოა გამართლეს, რადგან AMD-ს აქციების ფასი ძალიან მცირეა და IBM-ი საკმაოდ იაფად შეძლებს მის ყიდვას. თუმცა, სხვა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ IBM-ი არ უნდა იყოს დაინტერესებული AMD-ს ყიდვით, რადგან ბოლოდროინდელი ფაქტების მიხედვით, IBM-ი უფრო მეტად აქცენტს პროგრამების ბაზარზე აკეთებს.

IBM-სა და AMD-ს თანამშრომლობა უკვე აკავშირებთ. იყო ჭორები, რომ AMD გამოიყენებდა IBM-ის East Fishkill ფაბრიკას, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. დღესდღეობით ცნობილია, რომ AMD, სხვა კომანიებთან ერთად, გაწევრიანებულია IBM-ის ალიანსში, რომლის მიზანიც 2009 წლისთვის 32 ნმ ტექნოპროცესის დამზადებაა. თუ გადავხედავთ IBM-ის ბოლო გარიგებებს, ვნახავთ, რომ კომპანიამ იყიდა AptSoft, თავისი პროგრამული უზრუნველყოფის არეალის გასაფართოვებლად. გაყიდა: მარი დისკების დამზადების ბიზნესი (მყიდველი - Hitachi), პერსონალური კომპიუტერების დამზადების ფაბრიკა (მყიდველი - Lenovo), "პრინტერები” (მყიდველი - Ricoh). ამ ფონზე, გასაკვირი არაა ანალიტიკოსების შეხედულება, რომლებიც ფიქრობენ, რომ IBM-ი AMD-ს ყიდვით არაა დაინტერესებული.

თუ ამ ნიუსის ავტორის აზრიც გაინტერესებთ, ის ფიქრობს, რომ გამორიცხული არაფერია და გასაკვირიც არ იქნება, რომ IBM-მა AMD შეისყიდოს. ერთი რომ Advanced Micro Devices დღეს ძალიან  ”გაიაფებულია” და მეორეც, მიუხედავად IBM-ის ყიდვა-გაყიდვის ბოლო ფაქტებისა, კომპანია დღესაც აწარმოებს PowerPC პროცესორებს და სულაც არ იქნება ცუდი, თუ თავის პროცესორულ წარმოებას AMD-ს ყიდვით გაზრდის.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-01-2008, 10:44:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.