მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Ericsson ახალ ხაზს ხსნის
24 იანვარს დელიში (ინდოეთი) Sony Ericsson–მა თავისი ახალი სერია, R (Radio) და ამ სერიის პირველი ორი წარმომადგენელი – R300 და R306 წარმოადგინა.

Sony Erricson R300 & R306

როგორც მწარმოებელი იტყობინება, ახალი ხაზი მოიცავს რადიოზე ორიენტირებულ ტელეფონებს. მათი მთავარი მახასიათებელი AM / FM სიხშირეზე მუშაობა და გამოყოფილი რადიო ღილაკებია. სერია ძირითადად ბიუჯეტურ (განვითარებადი ქვეყნების) სეგმენტზეა გათვლილი  და სიურპრიზებიც აქიდან იწყება :–)

როგორც არაოფიციალური წყაროები ამბობენ, არცერთი მოდელის ფასი €100–ს არ აცდება, მაგრამ წარმოდგენილი მოდელებიდან არცერთის (განსაკუთრებით R306–ის) დიზაინი არ ჩამოუვარდება იმავე მწარმოებლის მაღალი კლასის მოდელებისას, R306–ს კი სტერეო დინამიკებიც აქვს! :–) შეგახსენებთ, ასეთი ფუფუნება W სერიის მოდელებშიც კი არ გვხვდება

R300 მხოლოდ ერთი, ინტერნაციონალური (ძირითადაც მოიცავს ევროპას) ბაზრისთვის გამოვა, R306 კი ინტერნაციონალური , ამერიკული და ჩინური ბაზრებისთვის. SE იმედოვნებს, რომ ისეთ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, ინდოებითა, სერია პოპულარული გახდება.

მახასიათებლები ასეთია:

R300:

  • AM / FM რადიო RDS ტექნოლოგიით
  • რადიოგადაცემის ჩაწერის შესაძლებლობა
  • ძლიერი მონოდინამიკი
  • ხმის გამაძლიერებელი (3D ხმა)
  • 0.3 მეგაპიქსელი VGA კამერა
  • Java MIDP 2.0, WAP 2.0 XHTML
  • MP3/AAC ფორმატების მხარდაჭერა
  • SMS, MMS
  • Bluetooth, USB
  • შესანიშნავი დიზაინი
  • 1.8" TFT ეკრანი, 128 x 160  გაფართოება, 65536 ფერი
  • 101 x 46 x 12 მმ., 75 გრ., 9 – 400 საათი ავტონომიური მუშაობა
  • GPRS 900 / 1800 / 1900
R306:
  • AM / FM რადიო RDS ტექნოლოგიით
  • რადიოგადაცემის ჩაწერის შესაძლებლობა
  • სტერეოდინამიკი
  • ხმის გამაძლიერებელი (3D ხმა)
  • TrackID
  • 1.3 მეგაპიქსელი კამერა 4x ციფრული ზუმით
  • Java MIDP 2.0, WAP 2.0 XHTML
  • MP3/AAC ფორმატების მხარდაჭერა
  • SMS, MMS
  • Bluetooth, USB
  • გამორჩეული დიზაინი
  • 1.9" TFT ეკრანი, 128 x 160  გაფართოება, 65536 ფერი
  • 90 x 47.9 x 15.8 მმ., 93 გრ., 9–410 საათი ავტონომიური მუშაობა
  • GPRS 900 / 1800 / 1900
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე

Sony Ericsson - Press Release Overview

Product information – R300i


Product information R306i

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-01-2008, 18:42:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.