Sony Ericsson ახალ ხაზს ხსნის
24 იანვარს დელიში (ინდოეთი) Sony Ericsson–მა თავისი ახალი სერია, R (Radio) და ამ სერიის პირველი ორი წარმომადგენელი – R300 და R306 წარმოადგინა.როგორც მწარმოებელი იტყობინება, ახალი ხაზი მოიცავს რადიოზე ორიენტირებულ ტელეფონებს. მათი მთავარი მახასიათებელი AM / FM სიხშირეზე მუშაობა და გამოყოფილი რადიო ღილაკებია. სერია ძირითადად ბიუჯეტურ (განვითარებადი ქვეყნების) სეგმენტზეა გათვლილი და სიურპრიზებიც აქიდან იწყება :–) როგორც არაოფიციალური წყაროები ამბობენ, არცერთი მოდელის ფასი €100–ს არ აცდება, მაგრამ წარმოდგენილი მოდელებიდან არცერთის (განსაკუთრებით R306–ის) დიზაინი არ ჩამოუვარდება იმავე მწარმოებლის მაღალი კლასის მოდელებისას, R306–ს კი სტერეო დინამიკებიც აქვს! :–) შეგახსენებთ, ასეთი ფუფუნება W სერიის მოდელებშიც კი არ გვხვდება R300 მხოლოდ ერთი, ინტერნაციონალური (ძირითადაც მოიცავს ევროპას) ბაზრისთვის გამოვა, R306 კი ინტერნაციონალური , ამერიკული და ჩინური ბაზრებისთვის. SE იმედოვნებს, რომ ისეთ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, ინდოებითა, სერია პოპულარული გახდება. მახასიათებლები ასეთია: R300:
Sony Ericsson - Press Release Overview Product information – R300i Product information R306i ბეჭდვითი ვერსია | 27-01-2008, 18:42:00 | domen |
|