მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ადამიანის ”მრავალნაკადიანობის” ლიმიტი ოთხის ტოლია

ბევრი ადამიანი ფიქრობს და ამბობს, რომ მას ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლია. ორეგონის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, ადამიანებს შეუძლიათ ტელეფონზე საუბრისას ელექტრონული ფოსტის შემოწმება, მაგრამ ტყულად დაკარგავენ დროს, თუ ისინი  შეეცდებიან ოთხზე მეტ პროცესზე კონცენტრირებას.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინს აქვს დადგენილი ლიმიტი ერთდოულად განცხორციელებადი გონებრივი პროცესების რაოდენობაზე. ეს ლიმიტი კი, ადამიანების უმეტესობისთვის 4-ის ტოლია. ამ ციფრის გაზრდა შეუძლებელია. ვერ დაგვეხმარება ვერც ძლიერი ნებისყოფა და ვერც გონებრივი ვარჯიშები. ეს ლიმიტი ეხება სპეციალურ ამოცანებსაც, რომლებიც ორიენტირებულია ერთდროულად რამდენიმე ამოცანის ამოხსნაზე.

ასევე, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც IQ-ს მაღალი მაჩვენებელი აქვთ, შეუძლიათ მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაივლიან სტრესს ტესტს და გამოსადეგი იქნებიან სამუშაოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათი გონება საკმაოდ განვითარებულია, იგი შეიძლება არ იყოს საკმარისად თავისუფალი, რათა სრულფასოვანი მუშაობისთვის გამოდგეს.

სიმართლე რომ ვთქვათ, აღნიშნული კვლევა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვისაც. პირადად მე, ვფიქრობდი, რომ ადამიანების ”მრავალნაკადიანობის” მაჩვენებელი უფრო მეტი იქნებოდა. როგორც ჩანს, 2008 წლის ბოლოს გამოსული ინტელის ახალი პროცესორი Nehalem არქიტექტურით საბოლოოდ ”დაჩაგრავს” ადამიანს, რადგან პროცესორს ექნება 4 ბირთვი და შეეძლება ერთდროულად 8 ინფორმაციულ ნაკადთან მუშაობა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-01-2008, 19:11:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

არა ეგ სხვა რამეა. ეგეთი ბექგრაუნდში გაშვებული პროცესები პროცესორსაც ბევრი აქვს :D ის, რასაც ცენტრალური ნერვული სისტემა ტვინთან ერთად აკონტროლებს (მაგ: სისხლის მიმოქცევა), არ ითვლება მულტიტასკინგში. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ 2008 წლის ბოლოს პროცესორი დაგვჩაგრავს საბოლოოდ
02-02-2008, 09:52:47 | Power_VANO

ამ ითხს დავუმატოთ პირობითი და უპირობო რეფლექსები და მაშინ რამდენი ინფორმაციის დამუშავება გამოდის ერთდროულად. :)
01-02-2008, 21:50:34 | alchemist

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.