COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Bill Gates: ტკბილი მოგონებები

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1715


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Bill Gates: ტკბილი მოგონებები
ზუსტად 10 წლის წინ, 4 თებერვალს ბილ გეიტსი, უკვე გიგანტი კომპანიის, მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი მშვიდად მიდიოდა ევროკომისიის სხდომაზე (ბიუსელი, ბელგია) სიტყვით გამოსასვლელად, როცა მას თავს დაესხნენ და გაუფრთხილებლად, მთელი ენთუზიაზმით ეცადნენ, მისთვის ახალგამომცხვარი კრემიანი ნამცხვარი გაესინჯებინათ.

Bill Gates Gets Creamed


შედეგი, როგორც მოსალოდნელი იყო, არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ვერც კი მოასწრო ეთქვა, ჯერ ხელებს მაინც გადავიბანო, რომ კრემში მოთხვრილი აღმოჩნდა. ხუმარამ მოახერხა გაქცეულიყო, მაგრამ მისი ორი თანამზრახველი, რომელთაგან ერთ–ერთი ოპერატორის როლსაც ითავსებდა, იმწუთას დააკავეს. მათი საშუალებით კი მალე მიაკვლიეს თვითონ ბოროტმოქმედს, ნოელ გოდინს (Noel Godin).

საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ეს ადამიანი ძირითადად ასეთი ტიპის "ხუმრობებით" ერთობა. საკუთარი წიგნიც კი აქვს გამოშვებული, სადაც დაწვრილებით აღწერს თუ რომელ ცნობილ ადამიანს სად, როდის და როგორ "ეხუმრა", თავის თავს კი "მენამცხვრეს" (თუ შეიძლება ასე ითარგმნოს) უწოდებს.

საბოლოოდ, როგორც ოფიციალური მაიკროსოფტი ამბობს, ნოელ გოდინისთვის არანაირი კომპენსაცია მოუთხოვიათ. ის კი არა, გამოსვლაზე ბილ გეიტსმა ხუმრობით აღნიშნა, რომ "კრემი გემრიელიც კი არ ყოფილაო" :–)

ისტორიამ ფოტო და ვიდეო მასალა არც ისე მრავლად, მაგრამ საკმარისი რაოდენობით შემოგვინახა :–) აი, ისინიც:

– – – – – ვიდეო – – – – –


 

– – – – – ფოტო – – – – –












ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-02-2008, 22:44:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.