მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Tukwila-ს 2 მილიარდი ტრანზისტორი აქვს
Intel Tukwila-ს 2 მილიარდი ტრანზისტორი აქვს

Intel-მა გამოუშვა პირველი პროცესორი, რომელსაც ორ მილიარდზე მეტი ტრანზისტორი აქვს. ეს ჩიპი არის Tukwila, ოთხბირთვიანი პროცესორი, და განკჲთვნილია სერვერული სეგმენტისათვის.

2004-ში ინტელს 592 მილიონი ტრანზისტორი ჰქონდა, 2006-ში ერთ მილიარდზე მეტი. დადგა 2008 და ტრანზისტორების რაოდენობამ ორ მილიარდს გადააჭარბა. როგორც ჩანს, ინტელი გაჩერებას არ აპირებს და ტრადიციას კვლავ გააგრძელებს. საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი. ტრანზისტორების რიცხვის გაზრდას ხელს შეუწყობს 2009 წელში რვაბირთვიანი Nehalem-ის გამოსვლა. მაგრამ რაც მთავარია, მურის კანონის მთავარი ხელშემწყობი მუდმივად გაუმჯობესებადი ნანოტექნოლოგიაა. 45 ნმ-ის შემდეგ ინტელი 32-ზე გადავა, შემდეგ იქნეაბ 25 ნმ. აი რა იქნება 25 ნანომეტრის შემდეგ, ჯერ არ ვიცით.

ცნობისათვის, მურის კანონის მიხედვით, ტრანზისტორების რაოდენობა ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ამ კანონის მოქმედებას საფრთხე შეექმნა, ჯერჯერობით იგი მაინც წარმატებით აგრძელებს არსებობას. ვნახოთ, სადამდე გასტანს გორდონ მურის წინასწარმეტყველება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-02-2008, 00:02:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.