მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Core 2 Duo E8600 - 45 ნმ მოქმედებაში
Core 2 Duo E8600 - 45 ნმ მოქმედებაში

როდესაც ინტელმა 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Penryn ოჯახის პროცესორები წარმოადგინდა, განაცხადა, რომ სხვა ყველაფერთან ერთად გაიზარდა ბირთვის სიხშირული პოტენციალიც. აღნიშნული დამტკიცდა სხვადასხვა ლაბორატორიების მიერაც, მაგრამ რეალურად ინტელმა არ წარადგინდა 3.16 გიგაჰერცზე მეტი სიხშირის მოდელი (ერთადერთი პროცესორი, რომელიც 3.2 გჰც-ზე მუშაობს არის QX9775, რომელიც მხოლოდ SkullTrail პლატფორმისთვისაა განკუთვნილი). ანუ სიხშირე დარჩა იგივე, რაც გვქონდა 65 ნმ ტექნოპროცესის დროს.

თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია გეგმავს გამოუშვას ახალი ორბირთვიანი პროცესორი Core 2 Duo E8600, რომლის სამუშაო სიხშირეც იქნება 3.3 გჰც. მისი პატარა ძმებისგან E8600 მხოლოდ სიხშირით განსხვავდება, სხვა მახასიათებლები მათიმსგავსი აქვს: კეშის ზომა - 6 მბ, FSB - 1333 მჰც, მაქსიმალური ენერგომოხმარება - 65 ვატი.

აღნიშნული პროესორი ძალიან გაახარებთ ოვერკლოკინგი მოყვარულებსაც, რადგან E8600-ს აქვს უფრო დიდი მამრავლი (Multiplier)  და შესაბამისად გვთავაზობს უფრო დიდ საწყის სიშირეს, მერვე სერიის სხვა პროცესორებტან შედარებჳთ. ასე რომ, მალე ალბათ ახალ რეკორდებს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება სამომხმარებლო ბაზარს, 45 ნმ ტექნოპროცესზე ინტელი აქტიურად პირველი კვარტალის ბოლოს გადავა. დღესდღეობით ახალი ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორების წილი საერთო ბაზარზე მხოლოდ 5%-ია. ინტელი კი არ ჩქარობს, კომპანიას სურს 65 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორებიდან მაქიმალური სარგებელი ნახოს. მით უმეტეს, როცა ამის საშუალებას კონკურენტიც აძლევს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-02-2008, 00:22:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.