მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Ericsson G700/G900
Sony Ericsson G700/G900

როგორც იცით, ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress 2008-ზე, კომპანია Sony Ericsson-მა წარმოადგინა რამდენიმე საინტერესო და ახალი მოდელი. პრეზენტაციის მთავარი წარმომადგენელი XPERIA X1 იყო, რომელზეც ჩვენ უკვე დავწერეთ. თუმცა, წარმოდგენილი იყო სხვა საინტერესო მოდელებიც, რომელთა შესახებაც დღეს მოგიყვებით.

კომპანიამ წარმოადგინა ორი კამერაფონი G700 და G900. ორივე აღჭურვილია სენსორული ეკრანით.

ამ ორ მოდელს ბევრი საერთო აქვს, თუმცა, ცხადია, არის განსხვავებებიც, რაც აისახება ფუნციებსა და დიზაინში. უმცროს ძმას, G700-ს აქვს დიდი 2.4 დუიმიანი სენსორული ეკრანი, 3.2 მეგაპიქსელიანი კამერა (ავტოფოკუსით), აქცენტი გაკეთებულია კალენდარისა და ორგანაიზერის ფუნქციონალურობაზე. G900-ში კი შეგხვდებათ 5 მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსისა და Camera Multi-Shot-ის მხარდაჭერით. G700-თან შედარებით, G900-ს აქვს გაუმჯობესებული ჩაშენებული ფოტორედაქტორი და Wi-Fi მოდული, რომელსაც G700-ში ვერ ნახავთ.

ტექნიკური მახასიათებლების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



  • Symbian OS;
  • ქსელების მხარდაჭერა: GSM/GPRS 900/1800/1900 მჰც, UMTS 2100 მჰც;
  • ეკრანი: სენსორული 2,4 დუიმიანი. გარჩევადობით 240х320 პიქსელი, ფერების რაოდენობა: 262 ათასზე მეტი;
  • კამერა: 3,2-მპ (ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით)/5-მპ (ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით;
  • შიდა მეხსიერება 160 Мб, Memory Stick Micro (M2)-ის მხარდაჭერა;
  • მედია პლეერი, Mega Bass, PlayNow, TrackID, MP3, AAC, 3D თამაშების, Java, FM-რადიო RDS-ით, ვიდეო სტრიმების მხარდაჭრა;
  • ბროუზერი Opera, RSS-წამკითხავი;
  • ვიდეოზარი, Push E-Mail, Exchange ActiveSync, MMS, SMS, T9;
  • Bluetooth, USB, Wi-Fi (მხოლოდ G900);
  • მაღვიძარა, კალკულატორი, კალენდარი, ჩაშენებული პროგრამები დოკუმენტების წაკითხვისა და რედაქტირებისთვის,  ხელნაწერი ტექსტის ამომცნობი, შენიშვნები, წამმზომი, დავალებები (Task), ტაიმერი, Business card-ის სკანერი (მხოლოდ G900);
  • მუშობის ხანგრძლივობა, GSM: საუბრის რეჟიმი  – до 12 საათი, ლოდინის რეჟიმი – до 380 საათი;
  • მუშობის ხანგრძლივობა, UMTS: საუბრის რეჟიმი - 4 საათი, ლოდინის რეჟიმი – 380 საათი;
  • ვიდეოზარის რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა: 2,5 საათი;
  • ფერები: Silk Bronze/Dark Red, Dark Brown;
  • ზომები: 106х49х13 მმ;
  • წონა: 99 გრ;
  • კომპლექტაცია: აკუმულატორი, დამტენი, USB-კაბელი (DCU-60), სტერეო გარნიტურა, Sony Ericsson PC Suite, ორი სტაილუსი, მოხმარების ინსტრუქცია;
  • აქსესუარები: Bluetooth გარნიტურა (HBH-PV703 G700-სთვის, HBH-PV708 G900-სთვის), GPS-მოდული HGE-100.
  • ტელეფონები ბაზარზე გამოვა 2008 წლის მაისში და მათი ფასებიც საკმაოდ მისაღები იქნება. G700 ეღირება ~260 ევრო, G900 კი ~320 ევრო.



    ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-02-2008, 12:42:00 | Power_VANO
       
    თემატური სიახლეები

    სტატიის შეფასება
    ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

    შეფასება: 0
    შეფასება:


    კომენტარის დატოვება
    თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.