მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Ericsson C702 და C902
Sony Ericsson C702 და C902

Cyber-shot მარკის მობილური ტელეფონები Sony Ericsson-ისგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ბაზარზე არსებობენ და K (Kamera Phone) სერიაში გადიან. ესენია: K550, K790, K800, K810, K850. ამიერიდან, Cyber-shot მარკას თავისი აღმნიშვნელი ასო ექნება - C.

Mobile World Congress 2008-ზე Sony Ericsson-მა წარმოადგინა Cyber-shot-ის ორი ახალი წარმომადგენელი - C702 და C902. კომპანიის განცხადებით, ტელეფონებში აქცენტი გაკეთებულია კამერის ხარისხზე და ორივე მოდელს თავის კლასში საუკეთესო კამერის მოდული აქვს ჩამონტაჟებული.

დავიწყოთ უმცროსი მოდელით. C702, მიუხედავად იმისა, რომ აქვს 3.2 მეგაპიქსელიანი კამერა, საკმაოდ საინტერესო მოდელს წარმოადგენს, რადგან მისი კორპუსი მტვერს არ ატარებს. ასევე, ტელეფონს არ ეშინია ცოტა ხნით წყალში ჭყუმპალაობისაც.

დანარჩენისთვის, დააჭირეთ სრულად-ს.



სხვა საინტერესო ფაქტებიდან აღსანიშნავია, რომ ტელეფონს ჩაშენებული აქვს GPS მოდული, რომელიც უფროს C902-ს აქ გააჩნია.

რაც შეეხება C902-ს, მასში აქცენტი გაკეთებულია ხარისხიან 5 მეგაპიქსელიან კამერაზე, რომელსაც აქვს Photo Flash ტექნოლოგიის მხარდაჭერა და უზრუნველყოფს ცუდი განათების პირობებში ხარისხიანი სურათის გადაღებას. ასევე, C902-ის სისქე C702-თან შედარებით, 5 მილიმეტრით მცირეა.

ორივე ტელეფონი იმუშავებს GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და UMTS/HSDPA 2100 მჰც ქსელებთან, მაგრამ ბაზარზე გამოვა c და a მოდიფიკაციებიც, რომლებსაც მხოლოდ EDGE/GPRS 850/900/1800/1900 მჰც-ის მხარდაჭერა ექნებათ.

ესეც C702/C902-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • 2,2” დუიმიანი ეკრანი გარჩევადობით 240х320 პიქსელი/2” დუიმიანი ეკრანი გარჩევადობით 240х320 პიქსელი;
  • 3,2-მპ კამერა ავტოფოკუსით, 2-მაგი ციფრუსლი ზუმით, Face Detection (სახის ამომცნობი) ტექნოლოგიით, ”წითელი თვალის” ეფექტის მოცილება, ვიდეოგადაღება/5-მპ კამერა ავტოფოკუსით, 2,5-მაგი ციფრული ზუმით, Face Detection (სახის ამომცნობი) ტექნოლოგიით, სურათის/ვიდეოს სტაბილიზატორით, BestPic-ის მხარდაჭერა, ვიდეო გადაღება;
  • შიდა მეხსიერება 160 მბ, Memory Stick Micro (M2)-ის მხარდაჭერა;
  • მედია პლეერი, Mega Bass, MP3, AAC, Java, FM-რადიო, PlayNow, TrackID, ვიდეო სტრიმები, Google Maps (მხოლოდ C702), ბროუზერი Access NetFront, RSS-წამკითხავი;
  • საფოსტო კლიენტი, MMS, SMS, T9;
  • A-GPS (მხოლოდ C702);
  • USB, Bluetooth;
  • მაღვიძარა, კალკულატორი, კალენდარი, შენიშვნები, წამმზომი, დავალებები, ტაიმერი;
  • მუშაობის ხანგრძლივობა, GSM: საუბრის რეჟიმი – 7/9 საათი (C702/C709 შესაბამისად), ლოდინის რეჟიმი – 300/400 საათი;
  • მუშაობის ხანგრძლივობა, UMTS: საუბრის რეჟიმი  – 5/3,5 საათი (C702/C709 შესაბამისად), ლოდინის რეჟიმი – 300/350 საათი;
  • ფერები: Speed Black, Cyan Blue/Swift Black, Luscious Red;
  • ზომები: 106х48х15,5/108х49х10,5 მმ;
  • წონა: 105/107 გრ;
  • კომპლექტი: აკუმულატორი, დამტენი მოწყობილობა, USB-კაბელი (DCU-60), სტერეოგარნიტურა, Sony Ericsson PC Suite, ინსტრუქცია;
  • აქსესუარები: USB ქარდრიდერი CCR-70, Bluetooth გარნიტურა (HBH-PV703 C702-სთვის, HBH-PV712 C902-სთვის), Camera Phone Kit IPK-100, ტელეფონის ქამარზე დასამაგრებელი (მხოლოდ C702), GPS-მოდული HGE-100 (მხოლოდ  C902), IDC-23 საკრედიტო ბარათის ცასადები ადგილით (მხოლოდ C902), სტერეოგარნიტურა HPM-65 (მხოლოდ C702).

ორივე ტელეფონი აწყობილია A200 პლატფორმაზე (ამავე პლატფორმაზე აიწყო K850, W910...). ბაზარზე გამოვლენ მაისში და მათი ფასები იქნება 220 ევრო (C702) და 300 ევრო (C902).



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-02-2008, 13:08:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.