Sony Ericsson C702 და C902
Cyber-shot მარკის მობილური ტელეფონები Sony Ericsson-ისგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ბაზარზე არსებობენ და K (Kamera Phone) სერიაში გადიან. ესენია: K550, K790, K800, K810, K850. ამიერიდან, Cyber-shot მარკას თავისი აღმნიშვნელი ასო ექნება - C. Mobile World Congress 2008-ზე Sony Ericsson-მა წარმოადგინა Cyber-shot-ის ორი ახალი წარმომადგენელი - C702 და C902. კომპანიის განცხადებით, ტელეფონებში აქცენტი გაკეთებულია კამერის ხარისხზე და ორივე მოდელს თავის კლასში საუკეთესო კამერის მოდული აქვს ჩამონტაჟებული. დავიწყოთ უმცროსი მოდელით. C702, მიუხედავად იმისა, რომ აქვს 3.2 მეგაპიქსელიანი კამერა, საკმაოდ საინტერესო მოდელს წარმოადგენს, რადგან მისი კორპუსი მტვერს არ ატარებს. ასევე, ტელეფონს არ ეშინია ცოტა ხნით წყალში ჭყუმპალაობისაც. დანარჩენისთვის, დააჭირეთ სრულად-ს. სხვა საინტერესო ფაქტებიდან აღსანიშნავია, რომ ტელეფონს ჩაშენებული აქვს GPS მოდული, რომელიც უფროს C902-ს აქ გააჩნია. რაც შეეხება C902-ს, მასში აქცენტი გაკეთებულია ხარისხიან 5 მეგაპიქსელიან კამერაზე, რომელსაც აქვს Photo Flash ტექნოლოგიის მხარდაჭერა და უზრუნველყოფს ცუდი განათების პირობებში ხარისხიანი სურათის გადაღებას. ასევე, C902-ის სისქე C702-თან შედარებით, 5 მილიმეტრით მცირეა. ორივე ტელეფონი იმუშავებს GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და UMTS/HSDPA 2100 მჰც ქსელებთან, მაგრამ ბაზარზე გამოვა c და a მოდიფიკაციებიც, რომლებსაც მხოლოდ EDGE/GPRS 850/900/1800/1900 მჰც-ის მხარდაჭერა ექნებათ. ესეც C702/C902-ის ტექნიკური მახასიათებლები:
ორივე ტელეფონი აწყობილია A200 პლატფორმაზე (ამავე პლატფორმაზე აიწყო K850, W910...). ბაზარზე გამოვლენ მაისში და მათი ფასები იქნება 220 ევრო (C702) და 300 ევრო (C902). ბეჭდვითი ვერსია | 13-02-2008, 13:08:00 | Power_VANO |
|